მამუკა მდინარაძე – გიგა ბოკერიამ საკუთარ პარტიას რაც დამართა, ალბათ, ამაზე უარესს მტერი ვერ დამართებდა

Read Time:31 Second
გიგა ბოკერიამ საკუთარ პარტიას რაც დამართა, ალბათ, ამაზე უარესს მტერი ვერ დამართებდა, – ასე ეხმაურება ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე “ევროპულ საქართველოში” მიმდინარე პროცესებს.
 
მდინარაძის თქმით, “ევროპული საქართველოს” წარმომადგებლებმა საკუთარ ჩამოშლას, რაც არ უნდა ცვლილებები უძახონ, ამ ვითარებას სიტყვებით ვერ შეცვლიან”.
 
“რადიკალური ოპოზიციის ნაწილი ჩამოშლის პირასაა და პრაქტიკულად, ჩამოშლილია. ისინი საკუთარი მედია საშუალებებით ცდილობენ, ისეთი ვითარება დახატონ, თითქოს, მმართველ გუნდში რაღაც ხდება და ტყუილებს იგონებენ. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ საკუთარი ჩამოშლა რამენაირად გადაფარონ. გიგა ბოკერიამ თავის პარტიას რაც დამართა, ალბათ, ამაზე უარესს მის პარტიას მტერი ვერ დამართებდა. როცა 3-პროცენტიანს ვეძახდით, სწყინდათ, მაგრამ ვნახეთ, რომ ზუსტად სამი პროცენტი აიღეს”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილი: დესტრუქციული ოპოზიცია დაინტერესებულია, რომ ქვეყანაში არასტაბილური გარემო იყოს
Next post გიორგი ვოლსკი: პროფესიულ კოლეჯებში ახალგაზრდების მომზადებას კვლავ საგანგებო ყურადღება დაეთმობა