ირაკლი ღარიბაშვილი: დესტრუქციული ოპოზიცია დაინტერესებულია, რომ ქვეყანაში არასტაბილური გარემო იყოს

Read Time:23 Second

ირაკლი ღარიბაშვილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შესაძლო გაპრემიერების თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას მედიით აჟიტირებულ კამპანიას უწოდებს. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა გიორგი გახარიას შესაძლო გადადგომისა და პრემიერის პოსტზე ირაკლი კობახიძის დანიშვნის თაობაზე განაცხადა.

თავდაცვის მინისტრის თქმით, მთავრობაში არავითარი მნიშვნელოვანი საკადრო გადაადგილება არ იგეგმება.

„ეს მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება – რამენაირად საზოგადოებაში შეიტანოთ შფოთი და შექმნათ წარმოდგენა, თითქოს ჯგუფში რაღაც არეულობაა. ამ დროს, მე გარწმუნებთ, რომ აბსოლუტურად არაფერი ხდება. დესტრუქციული ოპოზიცია დაინტერესებულია, რომ ქვეყანაში არასტაბილური გარემო იყოს“, – განუცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post შალვა პაპუაშვილი: 3 თვის განმავლობაში, ამ პარტიების მიერ აგორებული კამპანია ტყუილზე იყო დაფუძნებული
Next post მამუკა მდინარაძე – გიგა ბოკერიამ საკუთარ პარტიას რაც დამართა, ალბათ, ამაზე უარესს მტერი ვერ დამართებდა