გიორგი ვოლსკი: პროფესიულ კოლეჯებში ახალგაზრდების მომზადებას კვლავ საგანგებო ყურადღება დაეთმობა

Read Time:37 Second

ძლიერ დაგვაზიანა პანდემიამ. და მაინც, 2020 წელს, მხოლოდ საგანმანათლებლო სფეროში, აშენდა 30 სკოლა. 60 სკოლის მშენებლობა წელს დასრულდება. შიდა სანიტარული ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა 800-მდე სკოლაში. სრულად განახლდა 9 საჯარო სკოლა, ხოლო ნაწილობრივ – 150-ზე მეტი, – წერს Facebook-ის საკუთარ გვერდზე გიორგი ვოლსკი.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ასევე განმარტავს, რომ გასულ წელს დაიწყო 100-ზე მეტი საჯარო სკოლის რეაბილიტაცია. სკოლების მშენებლობით რეგიონებს შორის მარნეულის რაიონი ლიდერობს, აქ რვა საკარო სკოლის მშენებლობა, ხოლო სამის სრული რეაბილიტაცია სრულდება.

„პროფესიულ კოლეჯებში ახალგაზრდების მომზადებას კვლავ საგანგებო ყურადღება დაეთმობა, მაღალი მოთხოვნის სპეციალობებით. ერთ-ერთი სამაგალითოა კასპის, 200 სტუდენტზე გათვლილი, სრულად ადაპტირებული პროფესიული კოლეჯი, რომელის მშენებლობაც 2020 წელს დასრულდა, ახლა კოლეჯის ტერიტორიაზე 7 ახალი სახელოსნოს მშენებლობა მიმდინარეობს, სადაც სტუდენტები თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სამუშაო სივრცეში პრაქტიკული უნარების განვითარებას შეძლებენ“, – წერს გიორგი ვოლსკი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მამუკა მდინარაძე – გიგა ბოკერიამ საკუთარ პარტიას რაც დამართა, ალბათ, ამაზე უარესს მტერი ვერ დამართებდა
Next post გიგი წერეთელი „ევროპულ საქართველოზე“: ლიდერებისა და ხელმძღვანელობის ფუნქციების შესაძლო ცვლილებებზე ვმსჯელობთ