გიგი წერეთელი „ევროპულ საქართველოზე“: ლიდერებისა და ხელმძღვანელობის ფუნქციების შესაძლო ცვლილებებზე ვმსჯელობთ

Read Time:43 Second

არტიაში აზრთა სხვადასხვაობა, დაპირისპირებაა, მაგრამ პიროვნული დაპირისპირებები, ხელშესახები ისეთი, რაც მედიისთვის საინტერესო იქნება, ნამდვილად არ არის, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი წერეთელმა განაცხადა.

„დღეს გავაგრძელებთ საუბარს და ალბათ, კიდევ უფრო სერიოზული ანალიზი იქნება. არა მარტო იმაზე, რა უნდა შევცვალოთ ამ წუთისთვის, არამედ იმაზე, თუ რა უნდა იყოს მომავალშიც.

ბევრი გადაწყვეტილებაა მისაღები, საკმაოდ სერიოზული მსჯელობა მიდის და უახლოეს დღეებში, ამ კვირის განმავლობაში დავასრულებთ საბოლოოდ და გამოვაცხადებთ, რისი ინტერესიც აქვს საზოგადოებას. გადაწყვეტილებებზე ისაუბრებენ პარტიის ლიდერები, იმის შესახებ, რაც იქნება. მე არა მაქვს იმის მოლოდინი, რომ ვინმე პარტიის დატოვებას აპირებს, მაგრამ ის, რომ ლიდერებისა და ხელმძღვანელობის ფუნქციების ცვლილებები შეიძლება იყოს, ამაზე ბუნებრივია, ჩვენ ვმსჯელობთ.

პარტიაში, თუ დავარქმევთ იმას, რომ აზრთა სხვადასხვაობაა, აზრთა დაპირისპირება არის, მაგრამ პიროვნული დაპირისპირებები მნიშვნელოვანი, ხელშესახები ისეთი, რომ მედიისთვის საინტერესო იყოს, ნამდვილად არაა. პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხი ნამდვილად არაა. აქაა საუბარია ისეთ საკითხებზე, რომლებიც არჩევნების შემდეგ წამოიწია“, – განაცხადა გიგი წერეთელმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი ვოლსკი: პროფესიულ კოლეჯებში ახალგაზრდების მომზადებას კვლავ საგანგებო ყურადღება დაეთმობა
Next post პროკურატურა პარლამენტს ნიკა მელიას დასაპატიმრებლად შუამდგომლობაზე თანხმობას სთხოვს