მამუკა მდინარაძე: აჯანყება უნდა თაკო ჩარკვიანს? თაკომ თუ თქვა აჯანყდება

Read Time:33 Second

აჯანყება უნდა თაკო ჩარკვიანს? თაკომ თუ თქვა აჯანყდება, – ასე უპასუხა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას, არჩევნების მეორე ტურის შემდეგ მოსალოდნელ დაძაბულობაზე. მანამდე მედიასთან პარტია კანონი და სამართალის ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა განაცხადა, რომ არჩევნების შემდეგ ქუჩებში კარვები უნდა დასცენ და ეს ერთადერთი გამოსავალი აჯანყებაა.

„თუ ვინმემ აჯანყებაზე ილაპარაკა ეს არასერიოზულია პერსპექტივის თვალსაზრისით, მაგრამ ასეთი სურვილი რა თქმა უნდა აქვთ. ძალადობრივი მოწოდებები მათი მხრიდან არაერთი გვინახავს. როდესაც იციან, რომ არაფერი გამოსდით, ვერ იმარჯვებენ, რადგან არა მხოლოდ წარსულის მძიმე ცოდვებით არიან დაზიანებული რეპუტაციულად, არამედ დღესაც ანალოგიურად ძალადობენ. სულ ტყუილებით საზრდოობენ, ამასობაში რეალური პრობლემები გვერდზე რჩება. ისინი სიცრუის ტირაჟირებით არიან დაკავებული, სიმართლე იმარჯვებს, ეს კი არ მოსწონთ“, – აღნიშნა მდინარაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post “კიდევ უფრო დამძიმდება სიტუაცია” – ეპიდემიოლოგები მოსახლეობას რეგულაციების მაქსიმალურად დაცვისა და აცრისკენ მოუწოდებენ
Next post კახა კალაძე: თბილისის მერიის მიდგომა ისტორიული არეალებისა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მიმართ არ შეიცვლება