კახა კალაძე: თბილისის მერიის მიდგომა ისტორიული არეალებისა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მიმართ არ შეიცვლება

Read Time:35 Second

თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ დედაქალაქში მდებარე ლადო გუდიაშვილის სახელობის რეაბილიტირებული მოედანი მისთვის ერთ-ერთი მასშტაბური და საამაყო პროექტია.

მისი თქმით, თბილისის მერიის მიდგომა ისტორიული არეალებისა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მიმართ არ შეიცვლება. „ეს გულისხმობს იმას, რომ თითოეული შენობა, თითოეული არტეფაქტი, თითოეული დეტალი უნდა აღდგეს მაქსიმალურად უცვლელი სახით, ხარისხიანად და ისე, რომ გაუძლოს ათწლეულებს. სწორედ ამიტომ, პროექტი მიმდინარეობდა მაქსიმალური სიფრთხილით.

ამ პროექტის დასრულების შედეგად, 200-მდე ბინის მესაკუთრეს საგრძნობლად გაუუმჯობესდება საცხოვრებელი პირობები, გაიზრდება უძრავი ქონების ღირებულება და ქალაქის ისტორიულ ნაწილში მდებარე ქუჩები ტურისტული თვალსაზრისით გააქტიურდება, რაც ეკონომიკის სტიმულირებისთვის მნიშვნელოვანია. მომდევნო წლებში კიდევ სხვა მნიშვნელოვანი პროექტები გვაქვს დაგეგმილი და ვფიქრობ, ეს იქნება ის საქმე, რომლის შედეგი მრავალ წელს შემორჩება ქალაქს და შეუნარჩუნებს მას უნიკალურ იერსახეს“, – აღნიშნა კალაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მამუკა მდინარაძე: აჯანყება უნდა თაკო ჩარკვიანს? თაკომ თუ თქვა აჯანყდება
Next post იმერეთის რეგიონიდან „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების ავტოკოლონა დაიძრა