“კიდევ უფრო დამძიმდება სიტუაცია” – ეპიდემიოლოგები მოსახლეობას რეგულაციების მაქსიმალურად დაცვისა და აცრისკენ მოუწოდებენ

Read Time:51 Second

42 გარდაცვლილი, 4337 ახალი შემთხვევა და 3 137 გამოჯანმრთელებული – ასეთია ბოლო 24 საათის კოვიდ სტატისტიკა. დამძიმებული ეპიდვითარების ფონზე მედიკოსთა რეკომენდაციები უფრო კატეგორიული ხდება. ეპიდემიოლოგები მოსახლეობას რეგულაციების მაქსიმალურად დაცვისა და აცრისკენ მოუწოდებენ.

სავარაუდოდ ნოემბერი ჰოსპიტალური სექტორისთვის საკმაოდ რთული აღმოჩნდება. ექიმები დაინფიცირებულთა რაოდენობის გასამმაგებას და შესაბამისად გარდაცვლილთა რაოდენობის გაზრდას არ გამორიცხავენ.

“ამ პერიოდისათვის ჩვენ არ უნდა გვქონდეს ასეთი დრამატული სიტუაცია. ეს პირდაპირპროპორციულ დამოკიდებულებაშია ვაქცინირებულ ადამიანებთან და კიდევ უფრო დამძიმდება სიტუაცია. ჯერჯერობით ჰოსპიტალური სექტორი ვუძლებთ ამას და გარკვეულწილად ჩვენც გვჭირდება გაფრთხილება, რომ მუშაობა შევძლოთ,” – განაცხადა ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ბოქსირებული განყოფილების უფროსმა მარინა ენდელაძემ.

რაც შეეხება ინფიცირებულ არასრულწლოვნებს, ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის დირექტორი დავით რეხვიაშვილი ამბობს, რომ პაციენტთა უმრავლესობა მცირე ასაკის, ერთ წლამდე ბავშვები არიან. მისი თქმით, კლინიკაში მოთავსებული ბავშვების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, არცერთი არ იმყოფება მართვით სუნთქვაზე:

​”პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, არცერთი არ იმყოფება მართვით სუნთქვაზე. რაც შეეხება ასაკობრივ მომართვიანობას ეს არის ძირითადად წლამდე ასაკის ბავშვები, შემდგომ უკვე ბაღის ასაკის ბავშვები და სულ რამდენიმე გვყავს მოზრდილი ასაკის ბავშვები. ძირითადი მიზეზი მომართვიანობის არის მაღალი ცხელება, კუნთების და თავის ტკივილი და გაციების ნიშნები,” – განაცხადა დავით რეხვიაშილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ია მეტრეველი – დღეს გადამწყვეტი დღეა და აუცილებელია, ბევრნი ვიყოთ, 30-ში აუცილებლად უნდა ვიზეიმოთ გამარჯვება, დავასრულოთ ბოროტი ძალა, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ ჰქვია
Next post მამუკა მდინარაძე: აჯანყება უნდა თაკო ჩარკვიანს? თაკომ თუ თქვა აჯანყდება