მაია ცქიტიშვილი: სტრასბურგის ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია მთლიანად ჩვენი საგარეო პოლიტიკისა და დეოკუპაციის პროცესის უფრო ეფექტიანად წარმართვისთვის

Read Time:36 Second

ესაა ისტორიული გადაწყვეტილება და ახლა უკვე სტრასბურგის სასამართლოს მიერაა დადასტურებული ის სიმართლე, რაც 2008 წლის მოვლენების შესახებ ყველამ ვიცოდით, – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრამა, მაია ცქიტიშვილმა რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს დასკვნის შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, სტრასბურგის ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია მთლიანად ჩვენი საგარეო პოლიტიკისა და დეოკუპაციის პროცესის უფრო ეფექტიანად წარმართვისთვის.

„ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია მთლიანად ჩვენი საგარეო პოლიტიკისა და დეოკუპაციის პროცესის უფრო ეფექტიანად წარმართვისთვის. ეს შესაძლებლობას მოგვცემს, ერთის მხრივ, სტრასბურგის დასკვნა შერიგების პოლიტიკის ნაწილი გახდეს, მეორეს მხრივ კი ხელს შეუწყობს ოკუპანტ სახელმწიფოზე საერთაშორისო ზეწოლის გაძლიერებას,“ – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ჩიქოვანი: სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება უმნიშვნელოვანესია საერთაშორისო სამართლის პრინციპების გამოყენებით, მშვიდობიანად, ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად
Next post პროკურატურა: სტრასბურგის სასამართლოში სახელმწიფო პოზიციების შემუშავების პროცესში გენერალურ პროკურატურას სხვა უწყებებთან ერთად მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის