ირაკლი ჩიქოვანი: სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება უმნიშვნელოვანესია საერთაშორისო სამართლის პრინციპების გამოყენებით, მშვიდობიანად, ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად

Read Time:36 Second
საქართველოს პარლამენტის წევრი და ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ჩიქოვანი ევროპის ადამიანის უფლებათა სასამარლოს მიერ საქმეზე საქართველო-რუსეთის წინააღმდეგ, დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას ისტორიულს უწოდებს და საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ამ გამარჯვებას ულოცავს.
,,დღეს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება საქმეზე – საქართველო რუსეთის წინააღმდეგ. სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას და დაადასტურა, რუსეთის მიერ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლის დარღვევა. აღნიშნული გადაწყვეტილება უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნისთვის საერთაშორისო ასპარეზზე პოზიციების გასამყარებლად და საერთაშორისო სამართლის პრინციპების გამოყენებით, მშვიდობიანად, ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად.
ჩვენმა ხელისუფლებამ, იუსტიციისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების უზარმაზარი შრომის შედეგად, მიაღწია ამ დიდ გამარჯვებას და მე მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ყველას ვინც დაუღალავად შრომობდა საქართველოს ინტერესების დასაცავად.
თითოეულ ჩვენს მოქალაქეს ვულოცავ ამ დიდი გამარჯვებას!“ – აცხადებს ირაკლი ჩიქოვანი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე: ეს დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი სამხედროებისთვის, რომლებმაც თავი გაწირეს ამ ომში, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის
Next post მაია ცქიტიშვილი: სტრასბურგის ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია მთლიანად ჩვენი საგარეო პოლიტიკისა და დეოკუპაციის პროცესის უფრო ეფექტიანად წარმართვისთვის