ირაკლი ღარიბაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე: ეს დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი სამხედროებისთვის, რომლებმაც თავი გაწირეს ამ ომში, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის

Read Time:43 Second

საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ისტორიული გამარჯვების დღეა.

მისი თქმით, ეს დღე მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქისთვის და განსაკუთრებით ჩვენი სამხედროებისთვის, რომლებმაც თავი გაწირეს ამ ომში, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის.

„გილოცავთ! დღეს ჩვენი ქვეყნისთვის მართლაც ისტორიული გამარჯვების დღეა. ჩვენ თანმიმდევრულად, სამართლებრივი გზით საერთაშორისო სასამართლოში მოვუგეთ დავა რუსეთს და კიდევ ერთხელ დამტკიცდა რუსეთის აგრესიული სახე, რომელიც ფუნდამენტურად არღვევს ადამიანის უფლებებს და ახორციელებს ეთნოწმენდას ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

ეს დღე მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქისთვის და განსაკუთრებით ჩვენი სამხედროებისთვის, რომლებმაც თავი გაწირეს ამ ომში და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის.

დარწმუნებული ვარ, ამ პრეცედენტითა და თანმიმდევრული პოლიტიკით, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ საბოლოოდ და მშვიდობით აღვადგენთ ჩვენი ქვეყნის მთლიანობას“, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post შეიცავდა თუ არა უხამსობას „მთავარი არხის“ სიუჟეტი და დაირღვა თუ არა კანონი – გადაწყვეტილებას კომუნიკაციების კომისია ერთ კვირაში მიიღებს
Next post ირაკლი ჩიქოვანი: სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება უმნიშვნელოვანესია საერთაშორისო სამართლის პრინციპების გამოყენებით, მშვიდობიანად, ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად