მოლდოვა კვლავ განიხილავს ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხს თავის ევროკავშირელ პარტნიორებთან, ევროპა უნდა გაძლიერდეს, – ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ ერევანში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მერვე სამიტზე განაცხადა.
„ჩვენ გვსურს, უკეთ დავიცვათ ჩვენი დემოკრატიები, გვსურს, გამოვხატოთ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ და მოლდოვა კვლავ განიხილავს ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხს თავის ევროკავშირელ პარტნიორებთან. ეს ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტია. ევროპა უნდა გაძლიერდეს. ევროპას სჯერა დემოკრატიის. ევროპა გვასწავლის ყველას, თუ როგორ დავაფასოთ დემოკრატია, როგორ დავუჭიროთ მხარი დემოკრატიულ ღირებულებებს, როგორ ავაშენოთ დემოკრატია და დარწმუნებული ვარ, რომ ევროპა გააგრძელებს გაძლიერებას და დარჩება მსოფლიოს ყველაზე დემოკრატიულ ნაწილად. ევროკავშირის წევრობა არის დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესი. ამიტომ, ჩვენ გვჯერა, რომ მოლდოვა ახორციელებს რეფორმებს და გვჯერა, რომ თუ ჩვენ მივაღწევთ წარმატებას და ვიმუშავებთ მის მისაღწევად, გაწევრიანება მოხდება და ეს არის გზავნილი ყველა კანდიდატი ქვეყნისთვის“,- განაცხადა სანდუმ.

