„ლელო“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავს, პლენარულ სხდომაზე ონლაინ გამოსვლისთვის უკრაინის პრეზიდენტი მოიწვიოს

Read Time:24 Second

„ლელო“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს მიმართავს, პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისთვის უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მოიწვიოს.

სალომე სამადაშვილი აღნიშნავს, რომ მსგავსი მოწვევის უფლება შალვა პაპუაშვილს აქვს.

დეპუტატის თქმით, უკრაინის პრეზიდენტის პარლამენტში სიტყვით გამოსვლა ქვეყნის ინტერესებში შედის, რადგან უკრაინა და საქართველო ევროინტეგრაციის გზას ერთად გადიან.

სამადაშვილი აღნიშნავს, რომ ამ საკითხზე პოლიტიკურმა მხარეებმა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე უნდა იმოქმედონ და პარტიული დაპირისპირება გვერდით გადადონ.

დეპუტატს მიაჩნია, რომ საქართველომ უკრაინასთან ერთად უნდა გაიკვალოს გზა და არ უნდა არსებობდეს კითხვები, სად დგას დღეს საქართველო.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დმიტრო კულება – ჩავუშოღლუს ვუთხარი, რომ მზად ვარ, ლავროვს შევხვდე, მთავარია, ის ამ შეხვედრაზე მოვიდეს გამოსავლის საძიებლად
Next post შალვა პაპუაშვილი – სააკაშვილის შემოპარვის ორგანიზატორი გია ლორთქიფანიძე უკრაინაში მაღალ თანამდებობაზე თუ მართლა დაინიშნა, დასანანი ფაქტია, მაგრამ ახლა არ არის ამ საკითხზე საუბრის მომენტი