შალვა პაპუაშვილი – სააკაშვილის შემოპარვის ორგანიზატორი გია ლორთქიფანიძე უკრაინაში მაღალ თანამდებობაზე თუ მართლა დაინიშნა, დასანანი ფაქტია, მაგრამ ახლა არ არის ამ საკითხზე საუბრის მომენტი

Read Time:59 Second

თუ მართალია, რომ სააკაშვილის შემოპარვის ორგანიზატორი გია ლორთქიფანიძე უკრაინაში მაღალ თანამდებობაზე დაინიშნა, ეს დასანანი ფაქტია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, გია ლორთქიფანიძე მძიმე დანაშაულშია ბრალდებულია და როდესაც ის ინიშნება მაღალ თანამდებობაზე, თან კონტრდაზვერვაში ეს არ არის სასიამოვნო.

„გასაკვირია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ამ ინფორმაციას აჟღერებს. მათ საიდან იციან, ვინ სად ინიშნება უკრაინაში და მით უმეტეს, კონტრდაზვერვაში ვინ ინიშნება მოადგილედ? ეს ინფორმაცია რატომ აქვთ? თუ ეს მართალია, რა თქმა უნდა, დასანანია, რადგან ვიცით, რომ გია ლორთქიფანიძე ბრალდებულია და მათ შორის, იმ ადამიანების ჩვენებები არსებობს, რომლებიც ჩართულები იყვნენ საქართველოში მიხეილ სააკაშვილის შემოპარვაში. თუ არ ვცდები, არსებობდა სატელეფონო საუბრების ჩანაწერები. გია ლორთქიფანიძე გახლდათ ორგანიზატორი საქართველოში სააკაშვილის შემოპარვით ქვეყნის არევის. როცა ადამიანი ასეთ მძიმე დანაშაულშია ბრალდებული და ის ინიშნება მაღალ თანამდებობაზე, თან კონტრდაზვერვაში, რა თქმა უნდა, ეს არ არის სასიამოვნო.

ამას გარდა, ყოფილ გენერალურ პროკურორს ზურაბ ადეიშვილს ვხედავთ, რომელიც უკრაინაში გენერალური პროკურორის მრჩეველია, რაც არ არის სასიამოვნო. ჩვენ არ ვაპირებთ, ამ თვალსაზრისით რამენაირად კრიტიკული ვიყოთ. გვესმის, რომ უკრაინაში არის არათუ რთული მდგომარეობა, არამედ ტრაგიკული და სოლიდარული ვართ უკრაინელი ხალხის. ახლა არ არის ამ საკითხზე საუბრისა და განხილვის მომენტი, თუმცა თავისთავად, დასანანი ფაქტია, რომ საქართველოში მიხეილ სააკაშვილის შემოპარვის ორგანიზატორი, ასეთ მაღალ თანამდებობაზე, თუ ეს მართალია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post „ლელო“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავს, პლენარულ სხდომაზე ონლაინ გამოსვლისთვის უკრაინის პრეზიდენტი მოიწვიოს
Next post ურსულა ფონ დერ ლაიენი – უკრაინის ევროპული გზა ახლა დაიწყო, დრო, რომელიც ახლაა, მოითხოვს ხედვას, სიმტკიცესა და გამძლეობას