დმიტრო კულება – ჩავუშოღლუს ვუთხარი, რომ მზად ვარ, ლავროვს შევხვდე, მთავარია, ის ამ შეხვედრაზე მოვიდეს გამოსავლის საძიებლად

Read Time:42 Second

მევლუდ ჩავუშოღლუს ვუთხარი, რომ მზად ვარ, ლავროვს შევხვდე, მთავარია, ის ამ შეხვედრაზე მოვიდეს გამოსავლის საძიებლად და არა მხოლოდ კლასიკური რუსული პროპაგანდის ნარატივზე სასაუბროდ, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა.

უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა 10 მარტს თურქეთში სერგეი ლავროვს და მას შორის გამართული შეხვედრის დეტალებზეც ისაუბრა.

„ამ შეხვედრისგან დიდი მოლოდინი არ გვქონდა. ერთადერთი, რაც წინასწარ ვთხოვეთ თურქულ მხარეს, იყო, ისე შეედგინათ პროტოკოლი, რომ არ ყოფილიყო არანაირი ხელის ჩამორთმევა და მოკითხვა. საუბრის დროს იყო ერთი მომენტი, როცა მე მას ვუთხარი, მოდი, პირდაპირ აქედანვე დავრეკოთ სადაც საჭიროა და მოვაგვაროთ მარიუპოლის ჰუმანიტარული დერეფნების საკითხი. მან მითხრა, არა, ჩვენ ამას არ გავაკეთებთო. მივხვდი, რომ ჩვენ ვერაფერს მივაღწევთ, რომ ლავროვი არ იყო მზად იმ შეხვედრაზე კონკრეტული გადაწყვეტილებები მიეღო“, – განაცხადა კულებამ.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება და რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი სერგეი ლავროვი ერთმანეთს 10 მარტს შეხვდნენ. შეხვედრა კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მამუკა მდინარაძე – დრამაქვინი გვარამია რომ დაგემუქრება, როგორც მინიმუმ, არ უნდა გაგეცინოს
Next post „ლელო“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავს, პლენარულ სხდომაზე ონლაინ გამოსვლისთვის უკრაინის პრეზიდენტი მოიწვიოს