ლევან ხაბეიშვილი: მელიამ, სანამ ისტერიკაში ჩავარდება და ენმ-ს უდიდეს ნაწილს დაუპირისპირდება, უნდა გაარკვიოს, რომელ პარტიაში იყრის კენჭს

Read Time:36 Second

მელიამ, სანამ ისტერიკაში ჩავარდება და ენმ-ს უდიდეს ნაწილს დაუპირისპირდება, უნდა გაარკვიოს, რომელ პარტიაში იყრის კენჭს – ამის შესახებ ნაცმოძრაობის თავმჯდომარეობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, ლევან ხაბეიშვილმა „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.

„საბოლოო ჯამში, ნიკა მელია დაუპირისპირდა „ნაციონალურ მოძრაობას“. უკაცრავად მაგრამ აჭარაში და ბათუმში „ნაციონალური მოძრაობა“ არის ლევან ვაშალომიძე, ის ამ საარჩევნო კამპანიაში დაუპირისპირდა ლევან ვაშალომიძეს და თქვა, რომ ლევან  ხაბეიშვილს უჭერს მხარს, დიახ ეს ასეა. დაუპირისპირდა დავით კირკიტაძეს, მან რუსთავში მოიგო არჩევნები. დაუპირისპირდა თელავში გამარჯვებულ ლიდერს  გიორგი ბოტკოველს. მისი მხარდამჭერები უპირისპირდებიან გენერალ ჯანაშიას, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის უახლოეს გარემოცვას, რომელმაც საჯაროდ დააფიქსირა ჩემი მხარდაჭერა და ასე შემდეგ. ამიტომ, ნიკა მელიამ უნდა გაარკვიოს, სანამ ისტერიკაში ჩავარდება, სანამ მოქმედი თავმჯდომარე პარტიის უდიდეს ნაწილს დაუპირისპირდება, გალანძღავს, ბოღმას ამოანთხევს, რომელ პარტიაში იყრის კენჭს“, –  განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გურამ მაჭარაშვილი „ნაციონალურ მოძრაობაზე“: იმ პოლიტიკურ ჭაობში არიან, სადაც რაც მეტად იაქტიურებენ, მით უფრო სწრაფად ჩაიძირებიან
Next post ირაკლი კობახიძე: 2023 წლის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იქნება მშვიდობის შენარჩუნება – იქნება სირთულეები, რომელიც ქართულ საზოგადოებასთან ერთად უნდა გადავლახოთ