ირაკლი კობახიძე: 2023 წლის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იქნება მშვიდობის შენარჩუნება – იქნება სირთულეები, რომელიც ქართულ საზოგადოებასთან ერთად უნდა გადავლახოთ

Read Time:34 Second

ირაკლი კობახიძემ, გადაცემაში „იმედი LIVE“ 2023 წლის გამოწვევებზე ისაუბრა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ სხვადასხვა მიმართულებით არაერთი და სერიოზული გამოწვევები იქნება.

„სამწუხაროდ რეგიონში ომი გრძელდება, რაც განსაკუთრებულ რისკებს კვლავაც ქმნის ჩვენი ქვეყნისთვის. ამიტომ ამ წელსაც ძალიან ფრთხილად სიარული მოგვიწევს. იქნება სირთულეები, რომელიც უნდა გადავლახოთ და გადავლახოთ ქართულ საზოგადოებასთან ერთად.

რომ არა ქართული საზოგადოების სიფხიზლე და რომ არა ყველაფრის ჯანსაღი შეფასება, ჩვენ პრობლემების გადალახვა ძალიან გაგვიჭირდებოდა და საბოლოო ჯამში გაგვიჭირდებოდა ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება.

2023 წლის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იქნება მშვიდობის შენარჩუნება. ამასთან ერთად რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია შიდა პოლიტიკური სტაბილურობის შენარჩუნება და მნიშვნელოვანია რომ პოლარიზაციის ხარისხი არის შემცირებული, რომელიც მოხდა რადიკალური ოპოზიციის დასუსტების ხარჯზე. ასევე, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევა არის ეკონომიკის განვითარება“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ლევან ხაბეიშვილი: მელიამ, სანამ ისტერიკაში ჩავარდება და ენმ-ს უდიდეს ნაწილს დაუპირისპირდება, უნდა გაარკვიოს, რომელ პარტიაში იყრის კენჭს
Next post ირაკლი კობახიძე: არის გლობალური ომის პარტია, რომელსაც აქვს ინტერესი, რომ საქართველო ჩართოს უკრაინაში მიმდინარე ომში და ამას ისინი სხვადასხვა ფორმითა და მეთოდით ცდილობენ