ლევან ნიკოლეიშვილი: ეს ნივთებია ამოღებული რუსთაველზე აშლილი კარვებიდან, საინტერესოა, ვის და რისთვის სჭირდებოდა რკინის ჯოხები. ფოტო

Read Time:26 Second

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი, სოცქსელში ფოტოებს ავრცელებს, სადაც აღბეჭდილია რუსთაველის გამზირზე აშლილი კარვებიდან ამოღებული მძიმე ლითონის ნივთები.

„უსინდისო ნაცები კი წერენ, რომ ხელისუფლებამ იძალადა და წაახალისა ძალადობაო, მაგრამ აი ეს ნივთებია ამოღებული რუსთაველზე აშლილი კარვებიდან. საინტერესოა, ვის და რისთვის სჭირდებოდა ეს რკინის ჯოხები? დასკვნები თქვენთვის მომინდვია!“ – წერს ნიკოლეიშვილი.

5 ივლისს, აგრესიულად განწყოფილი ჯგუფები ფიზიკურად გაუსწორდნენ არაერთი მედიასაშუალების, მათ შორის, „იმედის“ თანამშრომლებს. ამასთან, „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები „პრაიდის“ ორგანიზატორების ოფისში შეიჭრნენ, დაიკავეს აივანი, ჩამოხსნეს ლგბტ თემის შვიდფერიანი დროშა და საქართველოს დროშა აღმართეს. მოგვიანებით, „სირცხვილიას“ ოფისს ბოთლები და სამშენებლო ფილები დაუშინეს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ბადრი ჯაფარიძე – პირდაპირ დგება მთავრობის ხელმძღვანელისა და შინაგან საქმეთა მინისტრის პოლიტიკური პასუხისმგებლობა
Next post დავით სერგეენკო თბილისში განვითარებულ მოვლენებზე: შეძრული ვარ, ყველამ პასუხი უნდა აგოს