ბადრი ჯაფარიძე – პირდაპირ დგება მთავრობის ხელმძღვანელისა და შინაგან საქმეთა მინისტრის პოლიტიკური პასუხისმგებლობა

Read Time:47 Second

პირდაპირ დგება მთავრობის ხელმძღვანელისა და შინაგან საქმეთა მინისტრის პოლიტიკური პასუხისმგებლობა, – ასე აფასებს „ლელოს“ წარმომადგენელი, ოპოზიციონერი დეპუტატი ბადრი ჯაფარიძე თბილისში 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებს.

ჯაფარიძის თქმით, ეს იყო კიდევ ერთი „სამარცხვინო ფურცელი, რომელიც „ქართული ოცნების“ მოღვაწეობის პერიოდში ჩაიწერა“.

„გუშინ დილით ამას წინ უსწრებდა პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომელმაც ძალადობრივი ჯგუფები წააქეზა, რომ ჩაედინათ ეს დანაშაულები, რაც ვნახეთ. პირდაპირ ჩანს პოლიტიკური პასუხისმგებლობა. ფაქტობრივად, დღის განმავლობაში პოლიცია აკვირდებოდა ამ ძალადობის ფაქტებს და არ იღებდა აქტიურ ზომებს, რომ ჟურნალისტების ეს ამაზრზენი დევნა მთელი ქალაქის მასშტაბით შეწყვეტილიყო; არა მხოლოდ ჟურნალისტების, არამედ გამვლელების, რომლებიც თვალში თუ არ მოუვიდოდათ და რომელიმე მათგანი არ იყო ისე ჩაცმული, როგორც მათ მოსწონთ, ხდებოდნენ ძალადობის მსხვერპლი.

პირდაპირ დგება პოლიტიკური პასუხისმგებლობა მთავრობის ხელმძღვანელისა და შინაგან საქმეთა მინისტრის. გვიჩნდება ეჭვი, რომ იყო მითითება, ბრძანება მიცემული პოლიციელებზე, რომ არ ჩარეულიყვნენ, როცა ხედავდნენ, რომ ძალადობა ხდებოდა ჟურნალისტებზე, გამვლელებზე და ა.შ. რეაგირება მოხდა დიდი დაგვიანებით. ჩანდა, რომ თითქოს, იყო მითითება პოლიციელებზე, რომ მათ არ მიეღოთ მონაწილეობა ამ დანაშაულების აღკვეთასა და პრევენციაში“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კახა კუჭავა – სამარცხვინო იყო, რაც გუშინ ვიხილეთ, უნდა დაისაჯოს ყველა, ვინც ძალადობაში მონაწილეობდა
Next post ლევან ნიკოლეიშვილი: ეს ნივთებია ამოღებული რუსთაველზე აშლილი კარვებიდან, საინტერესოა, ვის და რისთვის სჭირდებოდა რკინის ჯოხები. ფოტო