დავით სერგეენკო თბილისში განვითარებულ მოვლენებზე: შეძრული ვარ, ყველამ პასუხი უნდა აგოს

Read Time:38 Second

შეძრული ვარ იმით, რასაც ვუყურე, გუშინდელ მოვლენებზე ყველამ პასუხი უნდა აგოს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დავით სერგეენკომ განაცხადა, რითაც თბილისში გუშინ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

„შეძრული ვარ იმით, რასაც ვუყურე. არ ვიცი, ამას რა ჰქვია. არ ვიცი, ეს იყო წინასწარ დაგეგმილი, თუ პოლიტიკური საფანელი ჰქონდა, მაგრამ მგონია, ამ საქციელზე ყველა ადამიანმა ძალიან სწრაფად და სამართლიანად უნდა აგოს პასუხი. კარვების დარღვევის დროს ირაკლი ღარიბაშვილის ბრიფინგი არც კი იყო. არ მგონია, რომ მისმა განცხადებამ ეს ადამიანები წაახალისა. 50-ზე მეტი ადამიანის ცემას რა ჰქვია, არ მგონია, პრემიერის განცხადებას გავლენა ჰქონოდა.

სამწუხარო შედეგებმა გვაჩვენა, რომ სრულად და 100 პროცენტით დანაშაულის პრევენცია ვერ მოხდა. სურვილი იქნებოდა, ამ ყველაფრის პრევენცია მომხდარიყო. თქვენი პოზიციის ადამიანურად მესმის და პასუხების გაცემა მიჭირს, მაგრამ გეტყვით, რომ ყველა ადამიანმა პასუხი უნდა აგოს გუშინდელ მოვლენებზე“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ლევან ნიკოლეიშვილი: ეს ნივთებია ამოღებული რუსთაველზე აშლილი კარვებიდან, საინტერესოა, ვის და რისთვის სჭირდებოდა რკინის ჯოხები. ფოტო
Next post თეა წულუკიანი: ყველა ღონეს უნდა მივმართოთ, რომ ძლივს შეკოწიწებული, ახლად შექმნილი ქართული სახელმწიფო დავიცვათ და გავუფრთხილდეთ ერთმანეთის უფლებებს