ლევან იოსელიანი: მნიშვნელოვანია ის პროცესი, რაც პარლამენტში მიდის და იგი გულისხმობს ყველაფრის გაკეთებას, რათა ჩვენ კანდიდატის სტატუსს მივაღწიოთ

Read Time:41 Second

მნიშვნელოვანია ის პროცესი, რაც პარლამენტში მიდის და იგი გულისხმობს ყველაფრის გაკეთებას, რათა ჩვენ კანდიდატის სტატუსს მივაღწიოთ და თუ არ გინდა ამაში მონაწილეობის მიღება, ე.ი. არც ის გინდა, რომ კანდიდატის სტატუსი იქნეს მიღწეული, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან იოსელიანმა პარლამენტში ჟურნალისტებს სახალხო დამცველის არჩევის წესზე საუბრისას განუცხადა.

„ერთი შემიძლია ვთქვა – როდესაც ხალხისგან გაქვს მიღებული მანდატი, რომ იმუშაო პარლამენტში და ამას არ აკეთებ, თუმცა გასამრჯელოს იღებ, ყველა პრივილეგიით სარგებლობ, ეს არის სირცხვილი! მნიშვნელოვანია ის პროცესი, რაც პარლამენტში მიდის და იგი გულისხმობს ყველაფრის გაკეთებას, რათა ჩვენ კანდიდატის სტატუსს მივაღწიოთ და თუ არ გინდა ამაში მონაწილეობის მიღება, ე.ი. არც ის გინდა, რომ კანდიდატის სტატუსი იქნეს მიღწეული.

დეკლარირებულად ყველას უნდა ევროპა, თუმცა რასაც ვუყურებ, საქმით არ ამტკიცებენ. არ ვიცი! სიტყვა და საქმე, როგორც წესი, ქართულ პოლიტიკაში ხშირად არ ემთხვევა-ხოლმე“, – განაცხადა იოსელიანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე: ოპოზიცია ვერ გაექცევა უსუფაშვილის, მარგველაშვილის, ჭიაბერაშვილის, სანაიასა და მშვილდაძის განცხადებებს, ისინი ღიად საუბრობდნენ მეორე ფრონტზე და ეს ყველაფერი საზოგადოების წინაშე დევს
Next post გივი მიქანაძე: ამ კვირის განმავლობაში მეორედ, ძალიან მაღალი რანგის ოფიციალური პირისგან გავიგეთ მოწოდება, რომ 12-პუნქტიანი გეგმის შესრულება არ არის მხოლოდ ხელისუფლების პასუხისმგებლობა