ირაკლი კობახიძე: ოპოზიცია ვერ გაექცევა უსუფაშვილის, მარგველაშვილის, ჭიაბერაშვილის, სანაიასა და მშვილდაძის განცხადებებს, ისინი ღიად საუბრობდნენ მეორე ფრონტზე და ეს ყველაფერი საზოგადოების წინაშე დევს

Read Time:45 Second

ოპოზიცია ვერ გაექცევა უსუფაშვილის, მარგველაშვილის, ჭიაბერაშვილის, სანაიასა და მშვილდაძის განცხადებებს, ისინი ღიად საუბრობდნენ მეორე ფრონტზე და ეს ყველაფერი საზოგადოების წინაშე დევს,-ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„თქვენ გახსოვთ ოპოზიციის პროვოკაციები, რაც უკავშირდებოდა მოხალისეების გაგზავნას, სანქციების დაწესებას. რისთვის აკეთებენ ამ ყველაფერს?! ყველამ კარგად იცის, რომ მათი მიზანი იყო მეორე ფრონტი. პირდაპირი განცხადებები ჰქონდათ, მათ შორის მათი „ენჯეოების“ ლიდერებს მეორე ფრონტთან დაკავშირებით. ამას ვერ გაექცევიან. უსუფაშვილის, მარგველაშვილის, ჭიაბერაშვილის, ვახო სანაიას, მიშა მშვილდაძის განცხადებებს ვერ გაექცევიან. ისინი ღიად საუბრობენ მეორე ფრონტზე და ეს ყველაფერი საზოგადოების წინაშე დევს. როდესაც მათ ნახეს, რომ მეორე ფრონტის იდეა პოპულარული არა არის… და სულ რომ სიტყვები უკან წაიღონ აღარ გამოუვათ, რადგან ფაქტები დევს მედიაში და შეუძლიათ საკუთარი ძველი გამონათქვამები წაიკითხონ და ის პროვოკაციები, რომელიც ჰქონდათ ხელისუფლების მიმართ… იარაღის მასშტაბური შესყიდვისკენ იყო მოწოდება, სანქციებზე და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი ემსახურებოდა მეორე ფრონტის გახსნის იდეას და ამას ვერ გაექცევიან, ეს იყო მათი რიტორიკის ყოველდღიური შემადგენელი ნაწილი“,- აღნიშნა კობახიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post წინასწარი მონაცემებით, 2022 წლის პირველ ნახევარში, საქართველოში 11 376 ქორწინება და 6 629 განქორწინება დარეგისტრირდა
Next post ლევან იოსელიანი: მნიშვნელოვანია ის პროცესი, რაც პარლამენტში მიდის და იგი გულისხმობს ყველაფრის გაკეთებას, რათა ჩვენ კანდიდატის სტატუსს მივაღწიოთ