გივი მიქანაძე: ამ კვირის განმავლობაში მეორედ, ძალიან მაღალი რანგის ოფიციალური პირისგან გავიგეთ მოწოდება, რომ 12-პუნქტიანი გეგმის შესრულება არ არის მხოლოდ ხელისუფლების პასუხისმგებლობა

Read Time:45 Second

ამ კვირის განმავლობაში მეორედ, ძალიან მაღალი რანგის ოფიციალური პირისგან გავიგეთ მოწოდება, რომ 12-პუნქტიანი გეგმის შესრულება არ არის მხოლოდ ხელისუფლების პასუხისმგებლობა და აქ თავისი წილი პასუხისმგებლობა უნდა იგრძნოს ოპოზიციამაც, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ განაცხადა.

„ეს ვიზიტი იყო კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ საქართველოს ჰყავს ძალიან დიდი მეგობარი და მხარდამჭერი ევროკავშირში. ეს ღიად და აშკარად გამოხატა გერმანიის კანცლერმა პრემიერ-მინისტრთან ჩატარებული პრესკონფერენციის დროს, სადაც გერმანიის პირველმა პირმა ცალსახად და მტკიცედ განაცხადა, რომ საქართველო არის ევროპის ოჯახის წევრი, აუცილებლად დაიმკვიდრებს თავს ევროპულ ოჯახში და ამისთვის გერმანია მზად არის მაქსიმალურად ხელი შეუწყოს. ამ კუთხით ჩვენ უკვე ამ კვირის განმავლობაში მეორედ, ძალიან მაღალი რანგის ოფიციალური პირისგან გავიგეთ მოწოდება, რომ 12-პუნქტიანი გეგმის შესრულება არ არის მხოლოდ ხელისუფლების პასუხისმგებლობა და აქ თავისი წილი პასუხისმგებლობა უნდა იგრძნოს ოპოზიციამაც“,- აღნიშნა გივი მიქანაძემ.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ საქართველოს ევროპული პერსპექტივისთვის მნიშვნელოვანია ყველა პოლიტიკური ძალის ერთობლივი ძალისხმევა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ლევან იოსელიანი: მნიშვნელოვანია ის პროცესი, რაც პარლამენტში მიდის და იგი გულისხმობს ყველაფრის გაკეთებას, რათა ჩვენ კანდიდატის სტატუსს მივაღწიოთ
Next post Bloomberg: ივანიშვილის გამარჯვებამ Credit Suisse-ზე შეიძლება გამოიწვიოს იმის ახლებურად გააზრება, თუ როგორ და როდის აფიქსირებენ ტრასტის ოპერატორები უჩვეულო ტრანზაქციებს ან სხვა საეჭვო პრაქტიკას