ლევან იოსელიანი: მიკვირს პარტიების, რომლებიც სააკაშვილს პოლიტპატიმრად განიხილავენ და მის მხარდასაჭერ აქციაზე მისვლა არ უნდათ, პოლიტპატიმრად რომ ვთვლიდე, აქციაზე ვიდგებოდი

Read Time:39 Second

ჩვენ „ნაციონალური მოძრაობის“ აქციაზე არ მივდივართ, რადგან ეს არის სხვა პარტიის აქცია, რომელიც მიმართულია მათი ლიდერის მხარდასაჭერად, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა განაცხადა.

იოსელიანისთვის გაუგებარია იმ პარტიების პოზიცია, რომლებიც მიხეილ სააკაშვილს პოლიტპატიმრად განიხილავენ და ამავე დროს მის მხარდასაჭერ აქციაზე მისვლა არ უნდათ.

„თქვენ იცით, რომ მთელ რიგ საქმეებზე მიხეილ სააკაშვილს პოლიტპატიმრად არ განვიხილავთ. იმ პარტიების მიკვირს, რომლებიც ერთი მხრივ, მიხეილ სააკაშვილს პოლიტპატიმრად განიხილავს და მეორე მხრივ, მის მხარდასაჭერ აქციაზე მისვლა არ უნდათ. ჩემთვის ეს გაუგებარია. მიგვაჩნია, რომ პოლიტპატიმარი არ არის კონკრეტულ საქმეებზე. შესაბამისად, მის მხარდასაჭერ აქციაზე არ წავალთ. თუ ადამიანს პოლიტპატიმრად თვლი, ეს ნიშნავს, რომ ის უსამართლოდ იდევნება, თუ უსამართლოდ იდევნება, მაშინ აქციაზე რატომ არ მიდიხარ და მხარს რატომ არ უჭერ? პოლიტპატიმრად რომ ვთვლიდე, იმ აქციაზე ვიდგებოდი“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

„ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციას 14 ოქტომბერს გეგმავს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post „თბილისობის“ კონცერტის გაუქმების მიუხედავად საპატიო თბილისელების დაჯილდოება წელსაც გაიმართება
Next post თეა წულუკიანი: მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაში ჯანმრთელობის გაუარესების არავითარი რეალური რისკი არ არსებობს, სისტემა არის მოწოდების სიმაღლეზე