თეა წულუკიანი: მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაში ჯანმრთელობის გაუარესების არავითარი რეალური რისკი არ არსებობს, სისტემა არის მოწოდების სიმაღლეზე

Read Time:59 Second

მინდა ყველა დავარწმუნო, იქნება ეს ერსა თუ ბერში, რომ დღეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში პენიტენციურ სამსახურში არ არსებობს არავითარი პრობლემა, რომ პატიმრის სამედიცინო პრობლემები სათანადოდ იყოს მიხედილი, თანამედროვე სტანდარტის დაცვით, მათ შორის როდესაც პატიმარი გადაწყვეტს იშიმშილოს, რაც მისი უფლებაა. ასე რომ, მოვუწოდებ, ყველას ჩახედოს სტატისტიკას, რამდენად დაბალია სიკვდილიანობა ქართულ ციხეებში და რამდენად მაღალია თუნდაც სამოქალაქო სექტორის კლინიკებში პატიმრების გადაყვანა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თეა წულუკიანმა მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის თქმით, სისტემა ეფექტიანად მუშაობს და ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის გაუარესების საფრთხე არ არსებობს.

„მე მახსოვს, რომ ჯერ კიდევ ჩემი მინისტრობისას, პრაქტიკულად განულდა ის ნაშთი, რაც გულისხმობდა რიგში დგომას საოპერაციოდ სამოქალაქო კლინიკაში გასვლაზე. შესაბამისად, სისტემა მუშაობს, სისტემა ეფექტიანია, და რასაკვირველია, არაფერია არც დაფარული და არც დამალული. მე მესმის იმ ადამიანების, ვინც ვიზუალურად რომ ვერ ხედავს პატიმარს, ფიქრობს ცუდზე, მაგრამ სასამართლო სხდომებიც იქნება. ნებისმიერ დეპუტატს აქვს შესვლის უფლება, სახალხო დამცველს აქვს შესვლის უფლება და თუკი ნებისმიერი სხვა მექანიზმი გამოიძებნება, რომ ამ ადამიანთან იყოს მეტი ვიზუალური კონტაქტი, რა თქმა უნდა, ის თითიდან გამოწოვილი ეჭვებიც განეიტრალდება და ჩვენ ყველა დავინახავთ, რომ ჯანმრთელობის გაუარესების არავითარი რეალური რისკი სააკაშვილის შემთხვევაში არ არსებობს. მით უმეტეს, არ არსებობს, ღმერთმა დაგვიფაროს, მისი გარდაცვალების რისკი. რისკი არ არსებობს იმიტომ, რომ სისტემა არის მოწოდების სიმაღლეზე“, – განაცხადა წულუკიანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ლევან იოსელიანი: მიკვირს პარტიების, რომლებიც სააკაშვილს პოლიტპატიმრად განიხილავენ და მის მხარდასაჭერ აქციაზე მისვლა არ უნდათ, პოლიტპატიმრად რომ ვთვლიდე, აქციაზე ვიდგებოდი
Next post დავით ზალკალიანი: ლოიდ ოსტინის ვიზიტი ხაზს უსვამს იმ განსაკუთრებულ მნიშვნელობას, რომელსაც აშშ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას ანიჭებს