დავით ზალკალიანი: ლოიდ ოსტინის ვიზიტი ხაზს უსვამს იმ განსაკუთრებულ მნიშვნელობას, რომელსაც აშშ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას ანიჭებს

Read Time:1 Minute, 4 Second

აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის საქართველოში მომავალ კვირას დაგეგმილი ვიზიტი მართლაც ისტორიული დატვირთვის მქონეა და ის ხაზს უსვამს იმ განსაკუთრებულ მნიშვნელობას, რომელსაც აშშ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ მტკიცე საერთო ღირებულებებსა და ინტერესებზე დამყარებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და დინამიკურ თანამშრომლობას ანიჭებს. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

„ამერიკული ადმინისტრაციის ასეთი მაღალი რანგის ვიზიტი საქართველოში არის მკაფიო მხარდაჭერის მორიგი გზავნილი ჩვენი მთავარი სტრატეგიულის პარტნიორის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის, სტაბილური დემოკრატიული განვითარებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ. თავდაცვის მდივნის ვიზიტი რეგიონული ტურნეს ფარგლებში იმართება, რაც, თავის მხრივ, ასევე ხაზს უსვამს იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამერიკისთვის მშვიდობა და სტაბილურობა შავი ზღვის რეგიონში“, – აცხადებს ზალკალიანი.

მისივე თქმით, ამერიკასა და საქართველოს აკავშირებით მტკიცე, მრავალწლიანი პარტნიორობა თავდაცვის სფეროში, რაც გადამწყვეტ როლს ასრულებს ჩვენი ქვეყნის მზაობის ამაღლების და ნატოსთან თავსებადობის თვალსაზრისით.

„საქართველო ამერიკის ერთგული მოკავშირე და პარტნიორია როგორც რეგიონში, ისე საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცების ძალისხმევაში. ქართველი და ამერიკელი სამხედროები არაერთი წელია, ერთად მსახურობენ მსოფლიოს სხვადასხვა ცხელ წერტილში, მათ შორის ავღანეთში და განუზომელი წვლილი შეაქვთ ევროატლანტიკური უსაფრთხოების განტმკიცებაში. ამ მრავალწლიანი გამოცდილების, სამხედროებს შორის ჩამოყალიბებული მტკიცე ურთიერთობების და ჩვენი საერთო მიღწევების საფუძველზე ეს ვიზიტი ხელს შეუწყობს ორმხრივი პარტნიორობის შემდგომ განტმკიცებასა და გაღრმავებას. რა თქმა უნდა, ვიზიტის დეტალებზე მუშაობა ახლაც გრძელდება, თუმცა გვაქვს მოლოდინი, რომ ვიზიტის ფარგლებში განხილული იქნება როგორც ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები, ასევე რეგიონული უსაფრთხოება და საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესი“, – განაცხადა ზალკალიანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თეა წულუკიანი: მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაში ჯანმრთელობის გაუარესების არავითარი რეალური რისკი არ არსებობს, სისტემა არის მოწოდების სიმაღლეზე
Next post საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ლუიშ კაპულას სანტოს შეხვდა