„თბილისობის“ კონცერტის გაუქმების მიუხედავად საპატიო თბილისელების დაჯილდოება წელსაც გაიმართება

Read Time:51 Second

თბილისის მერია საპატიო თბილისელებს წელსაც დააჯილდოებს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, 2021 წლის „თბილისობის“ მუსიკალური წარმოდგენა 8 ოქტომბერს ბათუმში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო აღარ გაიმართება.

„მოგეხსენებათ, რომ პანდემიის გამო, „თბილისობა“ სატელევიზიო ფორმატში, მუსიკალური წარმოდგენით და საპატიო თბილისელის დაჯილდოებით აღინიშნებოდა, 200-ზე მეტი მუსიკოსისა და სოლო შემსრულებლის, ორი ორკესტრის, ბენდების, ანსამბლების, ტექნიკური და შემოქმედებითი ჯგუფის 100-მდე წევრის მონაწილეობით. ბათუმის ტრაგედიის შემდეგ, უარი ვთქვით „თბილისობის“ მუსიკალურ ნაწილზე და პროექტისთვის გამოყოფილი თანხა დაღუპულთა და დაზარალებული ოჯახების დახმარების ფონდში გადაირიცხება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, 23-24 ოქტომბერს, თბილისში საშემოდგომო ნობათის გარევაჭრობა გაიმართება.

„23-24 ოქტომბერს თბილისი უმასპინძლებს საშემოდგომო ნობათს, სოფლის მეურნეობის პროდუქციას საქართველოს ყველა კუთხიდან. ამისთვის გამოიყოფა სპეციალური ადგილები დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში. აღნიშნულ დღეებში გარევაჭრობა ნებადართული იქნება ჩუღურეთში, მეტროსადგურ მარჯანიშვილის მიმდებარე ტერიტორიაზე; სამგორში – ვიქტორ კუპრავას ქუჩის N10, ე.წ. სვანების ბაზრის ტერიტორია; გლდანში, ნოზაძის ქუჩაზე; დიდუბეში – სტანისლავსკის ქუჩაზე, („დიდუბე პლაზას“ მიმდებარე ტერიტორია); დიღმის მასივში – პაიჭაძის ქუჩა N1-ში (სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე); საბურთალოზე – სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე; ვაკეში – გეგეშიძის ბაღში“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post 23-24 ოქტომბერს თბილისში საშემოდგომო ნობათით გარევაჭრობა გაიმართება
Next post ლევან იოსელიანი: მიკვირს პარტიების, რომლებიც სააკაშვილს პოლიტპატიმრად განიხილავენ და მის მხარდასაჭერ აქციაზე მისვლა არ უნდათ, პოლიტპატიმრად რომ ვთვლიდე, აქციაზე ვიდგებოდი