ლაშა ხუციშვილის განცხადებით, დამატებით საშეღავათო პაკეტებზე გადაწყვეტილება მაისის ბოლომდე იქნება მიღებული

Read Time:54 Second

დამატებით გადაწყვეტილება მაისის ბოლომდე იქნება მიღებული. ნებისმიერი პროგრამის გაგრძელება, რომელიც საგადასახადო შეღავათებს ეხება და დღემდე ბიუჯეტში ასახული არ ყოფილა, ასეთი პროგრამის გასაგრძელებლად საჭიროა შესაბამისი საკანonმდებლო ცვლილებები, – ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა განაცხადა.

პანდემიის გამო დაწესებული საშემოავლო და სხვა სახის შეღავათები მაისის თვის ბოლომდე მოქმედია.

„რაც შეეხება იმ სტიმულირების პაკეტს, რომელიც გასული წელს, 6 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და ასევე, წელსაც 6 თვის განმავლობაში გრძელდება. შესაბამისად, მისის თვეში აღნიშნული შეღავათები მოქმედია, როგორც კომპენსაციის ასევე საგადასახადო შეღავათების ნაწილში, ხოლო ტურიმის ნაწილში წლის ბოლომდეა შეღავათები, რომელიც უშუალოდ ქონების გადასახადს ეხება. მნიშვნელოვანია ის, რომ შევძელით და ერთი წლის განმავლობაში ფაქტობრივად, აღნიშნული საგადასახადო შეღავათების ბიუჯეტიდან უწყვეტად დაფინასდა“, – განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, არსებული პროგრამების დასრულების შემდეგ შესაძლებელია, იმსჯელონ მომავალში იქნება თუ არა დამატებით სხვ საშეღავათო პაკეტები.

„დამატებით გადაწყვეტილება მაისის ბოლომდე იქნება მიღებული. ნებისმიერი პროგრამის გაგრძელება, რომელიც საგადასახადო შეღავათებს ეხება და დღემდე ბიუჯეტში ასახული არ ყოფილა, ასეთი პროგრამის გასაგრძელებლად საჭიროა შესაბამისი საკანonმდებლო ცვლილებები, როგორც საგადასახადო ნაწილში, ასევე საჭიროებს ბიუჯეტის კორექტირებას იმ შემთხვევაში, თუ პროგრამა ბიუჯეტში ასახული არ არის და მოხდება მისი გაგრძელება. შესაბამისად, თვის ბოლოს შეგვეძლება, ვიმსჯელოთ აღნიშნულ ინიციატივებთან დაკავშირებით“, – განაცხადა ხუციშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დიმიტრი ხუნდაძე – ორი თვეა, გიორგი გახარიას გუნდს „ქართული ოცნება“ არ მოსწონს, არ გამოვრიცხავ, ზოგიერთი მათგანი თანამდებობას აჟიოტაჟის შესაქმნელად ტოვებდეს
Next post აპრილში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა 145.4%-ით პროცენტით გაიზარდა