აპრილში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა 145.4%-ით პროცენტით გაიზარდა

Read Time:45 Second

2021 წლის აპრილში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 194.1 მლნ აშშ დოლარი (666.9 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 145.4 პროცენტით (115.0 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2020 წლის აპრილის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 94.9 პროცენტით იმ 18 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ აპრილში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 18 ქვეყანაზე გასული წლის აპრილში მთელი ფულადი გზავნილების 93.0 პროცენტი მოდიოდა.

სებ-ის ცნობით, გზავნილების მოცულობით რუსეთის ფედერაცია ლიდერობს, საიდანაც საქართველოში 33.35 აშშ დოლარი გადმოირიცხა. მეორე ადგილზე 31.73 მლნ აშშ დოლარით იტალიაა, მესამეზე აშშ – 24.88 მლნ აშშ დოლარით, მეოთხეზე საბერძნეთი – 21.75 მლნ აშშ დოლარით ხოლო მეხუთეზე 15.50 მლნ აშშ დოლარით ისრაელია.

ამასთან, 2021 წლის აპრილში საქართველოდან საზღვარგარეთ 25.8 მლნ აშშ დოლარი (88.5 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2020 წლის აპრილის (10.0 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 157.6 პროცენტით მეტია.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ლაშა ხუციშვილის განცხადებით, დამატებით საშეღავათო პაკეტებზე გადაწყვეტილება მაისის ბოლომდე იქნება მიღებული
Next post დღეიდან გადაადგილებაზე შეზღუდვა 21:00 საათის ნაცვლად, 23:00 საათიდან ამოქმედდება