დიმიტრი ხუნდაძე – ორი თვეა, გიორგი გახარიას გუნდს „ქართული ოცნება“ არ მოსწონს, არ გამოვრიცხავ, ზოგიერთი მათგანი თანამდებობას აჟიოტაჟის შესაქმნელად ტოვებდეს

Read Time:48 Second

მიკვირს გახარიას გუნდის წევრების ამდაგვარი წინააღმდეგობრივი დამოკიდებულება „ქართული ოცნების“ მიმართ, რომლის მხარდაჭერითაც ისინი სულ რამდენიმე თვის წინ პარლამენტში შემოვიდნენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საკანონმდებლო რეგულაციები იმ დონეზეა, რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია თავისი უფლებების დაცვა.

„თქვენგან გავიგე, რომ ზუგდიდის მერმა თანამდებობა დატოვა. მანამდეც იყო შემთხვევები, როცა თანამდებობის პირები პოსტს საკუთარი გადაწყვეტილებით ტოვებდნენ და ზოგს პოლიტიკური მიზანი ჰქონდა. მე ცოტა არ იყოს მიკვირს გახარიას გუნდის წევრების ამდაგვარი წინააღმდეგობრივი დამოკიდებულება „ქართული ოცნების“ მიმართ, რომლის მხარდაჭერითაც ისინი სულ რამდენიმე თვის წინ პარლამენტში შემოვიდნენ. ორი თვეა მათ უკვე არ მოსწონთ „ქართული ოცნება“ და არ გამოვრიცხავ იმას, რომ ზოგიერთი მათგანი თანამდებობას ტოვებდეს იმის გამო, რომ შექმნას აჟიოტაჟი, თითქოს ამ ხალხს ვინმე ავიწროებს და ვინმე თანამდებობას ძალით ატოვებინებს. საკანონმდებლო რეგულაციები იმ დონეზეა, რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია თავისი უფლებების დაცვა და თუ პოსტის დატოვებას ვინმე აიძულებს, ეს შესაძლოა სისხლის სამართლებრივი საკითხი გახდეს, მაგრამ ვფიქრობ, აქ უფრო მეტად არის პოლიტიკური შემადგენელი, აჟიოტაჟი და ყურადღების მიქცევა, ვიდრე ის, რომ ვიღაც ვიღაცას აიძულებდეს თანამდებობა დატოვოს“, – განაცხადა ხუნდაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სოზარ სუბარი – კიევში მელიასა და სხვა ოპოზიციონერების ჩასვლა ნიშნავს, რომ პარტიის ერთადერთი ლიდერია მიხეილ სააკაშვილი
Next post ლაშა ხუციშვილის განცხადებით, დამატებით საშეღავათო პაკეტებზე გადაწყვეტილება მაისის ბოლომდე იქნება მიღებული