ლაშა ტალახაძემ რომის მსოფლიო თასზე ოქროს მედალი მოიპოვა

Read Time:24 Second

???️‍♂️ საქართველოს ძალოსანთა ნაკრებმა რომის მსოფლიო თასზე წარმატებულად იასპარეზა.

ტურნირის გამარჯვებულები ანტონ პლესნოი (96 კგ) და ლაშა ტალახაძე (+109 კგ) გახდნენ, რომლებმაც ამასთანავე ატაცსა და აკვრაში მცირე ოქროს მედლები მოიპოვეს.

ვერცხლის პრიზიორი გახდა შოთა მიშველიძე (61 კგ), რომელმაც მცირე ვერცხლის მედლებიც დაისაკუთრა.

ბრინჯაოს მედალს დაეუფლა გოგა ჩხეიძე (67 კგ). გარდა ამისა, გოგამ აკვრაში მცირე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ რომის მსოფლიო თასზე, გიორგი ასანიძის გუნდიდან ოთხივე სპორტსმენი ავიდა კვარცხლბეკზე. მედლების გარდა, ქართველმა ძალოსნებმა 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ქულები მოიპოვეს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კურორტ აბასთუმნის ცენტრალურ ქუჩაზე მე-19, მე-20 საუკუნეებში აშენებული ისტორიული სახლების პირვანდელი სახით აღდგენა დასრულდა
Next post როცა ერთი გული გაჩერდა, მეორე გული ჯერ ისევ ფეთქავს