ლაშა გოგიაშვილი – დარწმუნებული ვარ, სწორ არჩევანს გავაკეთებთ და იმ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რომელიც 2012 წლიდან ყოველ არჩევნებზე კეთდებოდა

Read Time:1 Minute, 6 Second

ჩვენი მუნიციპალიტეტისა და  თითოეული ოჯახისთვის  მთავრი  გამოწვევა  პირობების გაუმჯობესებაა, დარწმუნებული ვარ, სწორ არჩევანს გავაკეთებთ და იმ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რომელიც 2012 წლიდან ყოველ არჩევნებზე კეთდებოდა“ – განაცხადა „ქართული ოცნების თერჯოლის მერობის კანდიდატმა ლაშა გოგიაშვილმა წარდგენაზე.
მერობის კანდიდატმა მადლობა გადაუხადა „ქართულ ოცნებას“ გამოცხადებული ნდობისთვის.
„ამაყი ვარ, რომ ,,ქართულმა ოცნებამ“ ხელმეორედ, ჩემზე გააკეთა არჩევანი და მომცა საშუალება, ვიყო თერჯოლის არჩეული მერი. თერჯოლა  ჩემთვის სახლია, აქ არიან ჩემი მეგობრები, სანათესაო და საყვარელი ადამიანები.  მოგეხსენებათ, საარჩევნო პერიოდია, ფეხდაფეხ დავდივართ ყველა სოფელში, ყველა უბანში და შეიძლება  ითქვას, რომ ასეთი წინსვლა ჩვენს რაიონში არ ყოფილა. 2012 წლის შემდეგ რაც ჩვენს რაიონში გაკეთდა, არის ინფრასტრუქტურის, განათლებისა და ჯანდაცვის მიმართულება. თერჯოლის  ყველა სოფელში მოწესრიგებულია გაზიფიცირება. ცენტრალური გზები  უკვე ყველა სოფელში გაკეთებულია. ჩემს მშობლიურ თერჯოლაში ბოლო წლების განმავლობაში ბევრი სასიკეთო ნაბიჯი გადაიდგა. კარგად ვიცით, ჩვენს მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობა ბევრი გამოწვევის წინაშეა,  თუმცა მჯერა ამ გამოწვევებს და ამ პრობლემებს ერთად გავართმევთ თავს.  მე და ჩემმა გუნდმა ზუსტად ვიცით რა ესაჭიროება ჩვენს თერჯოლელებს. ჩვენი მუნიციპალიტეტისა და  თითოეული ოჯახისთვის  მთავრი  გამოწვევა  პირობების საგრძნობლად გაუმჯობესებაა, მნიშვნელოვანია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე  გვერდით დგომა. ცენტრალური ხელისუფლება ყოველთვის იდგა ჩვენს გვერდით და ასე გაგრძელდება. დარწმუნებული ვარ, სწორ არჩევანს გავაკეთებთ და იმ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რომელიც 2012 წლიდან ყოველ არჩევნებზე კეთდებოდა.
მინდა წარმოგიდგინოთ საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები: ელისო მურადაშვილი, გრიგოლ გიორგაძე,  გიორგი ქასრაშვილი, კახაბერ წივწივაძე, გოჩა ვერულაშვილი, ჯემალ ისაკაძე, შალვა ჭანკვეტაძე, ბადრი ბუცხრიკიძე, დავით გოგბერაშვილი, მანუჩარ ფანჩულიძე“ – განაცხადა ლაშა გოგიაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილი: ნიკა გვარამია არის დამნაშავე – მისი ერთ-ერთი „დამსახურებაა“ ის სისასტიკე და დანაშაულები, რომლებიც სააკაშვილის დროს ხდებოდა
Next post კახა კუჭავა: კიდევ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მეშახტეების უმძიმესი შრომა მეტად დაფასდეს