კახა კუჭავა: კიდევ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მეშახტეების უმძიმესი შრომა მეტად დაფასდეს

Read Time:1 Minute, 25 Second

ყოველთვის, როდესაც მაქვს შესაძლებლობა ტყიბულში ჩამოვიდე, ვცდილობ, ერთი საათი შემოვინახო, რომ ცხრაჯვარზე ავიდე და დავტკბე იმ ულამაზესი ხედებით, რომელიც იქედან იშლება.

სულისშემძვრელია სილამაზე, რომელსაც იქედან ხედავ. ადგილი, სადაც თავის დროზე შენობებიც იყო და ერთ-ერთი ყველაზე გრძელი საბაგირო რეგიონში, სწორედ აქ იყო. ყველას შეეძლო ზემოთ ასვლა, დასვენება და განსაკუთრებით ეს ეხებოდა მეშახტეებს, მათთვის იყო გაკეთებული. ეს საბაგირო იქნება აღდგენილი და გაკეთებული, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავამ „ქართული ოცნების“ ტყიბულის მერობის კანდიდატის, დავით ჩერქეზიშვილის წარდგენისას განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის ის პროექტი, რომელიც სჭირდება ტყიბულს, რომ მეტი ტურისტული პოტენციალი გაჩნდეს.

„ტყიბულში ბევრი აღსანიშნავი ადგილია – ტაძრები, მღვიმეები, სხვა ისტორიული ადგილები, რომელიც აუცილებელია ყველამ ნახოს. ტურიზმი არის ის საშუალება, რომელიც ამ ქალაქისთვის დამატებით შემოსავალს გააჩენს. ეს იქნება საშუალება იმის, რომ ახალგაზრდებს არ ჰქონდეთ მხოლოდ ერთადერთი არჩევანი, დაკავშირებული სამთო წარმოებასთან.

ტრადიციულად, სწორედ ეს იყო ტყიბულის დანიშნულება, რომელსაც უდიდესი როლი შეჰქონდა და შეაქვს ქართულ ეკონომიკაში, თუმცა შესაძლებობი უფრო მეტია.

დღეს გვქონდა შეხვედრა მეშახტეებთან. ძალიან ბევრი პრობლემა, რომელიც მათ წინაშე იდგა, მოგვარებულია, თუმცა, მეტი უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ უმძიმესი სამუშაო, რომელსაც ისინი აკეთებენ, მეტად იყოს დაფასებული.

შრომის უსფრთხოებაზე ზრუნვა არის როგორც სახელმწიფოს, ისე თითოეული კომპანიის ვალდებულება და სტანდარტები კიდევ უნდა გავზარდოთ, რომ ეს საკითხი დღისს წესრიგში აღარ იყოს.

ახალგაზრდების მეტი ჩართულობა რეგიონების განვითარებაში -ეს მნიშვნელოვანია.
ტყიბული არის იმ ლოკაციაზე, საიდანაც ვუკავშირდებით რაჭას, იმერეთს, დასავლეთს და აღმოსავლეთს. აუცილებელია ინფრასტრუქტურული პროექტები გაგრძელდეს, რათა კიდევ მეტი შესაძლებლობა მიეცეს ყველას, რასაც სჭირდება ძლიერი გუნდი. ძლიერი მერი ხედვით, რომელიც გარდა იმ ხედვისა, რომელიც განახლებული რეგიონების ფარგლებში არსებობს და მთავრობის მიერ ხორციელდება, შეძლებს დამატებითი იდეები, ღირებულებები შესძინოს მას.

მომავლის ხედვა აუცილებელია მოდიოდეს ზუსტად თქვენგან, მოსახლეობისგან, ახალგაზრდებისს მეტი ჩართულობისგან, რომელიც უზრუნველყოფს შედეგის მიღწევას. დარწმუნებული ვარ, ჩვენი კანდიდატის გამარჯვებაში. დავით ჩერქეზიშვილი-ახალგაზრდა, წარმატებული ადამიანი. აქ დავბრუნდებთ ოთხი წლის შემდეგ და ვიამაყებთ იმ შედეგებით, რომელსც ერთად მივაღწევთ“, – განაცხადა კუჭავამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ლაშა გოგიაშვილი – დარწმუნებული ვარ, სწორ არჩევანს გავაკეთებთ და იმ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რომელიც 2012 წლიდან ყოველ არჩევნებზე კეთდებოდა
Next post ირაკლი ღარიბაშვილი – ბიძინა ივანიშვილმა დატოვა პოლიტიკა, ამის თაობაზე მან საჯაროდ განაცხადა, შესაბამისად, იგი აღარ აფინანსებს „ქართულ ოცნებას“