ირაკლი ღარიბაშვილი: ნიკა გვარამია არის დამნაშავე – მისი ერთ-ერთი „დამსახურებაა“ ის სისასტიკე და დანაშაულები, რომლებიც სააკაშვილის დროს ხდებოდა

Read Time:30 Second

„ნიკა გვარამია არის დამნაშავე. ის იყო პროკურორის მოადგილე. მისი ერთ-ერთი „დამსახურებაა“ ის სისასტიკე და დანაშაულები, რომლებიც სააკაშვილის დროს ხდებოდა. ის სააკაშვილის მჩაგვრელი, ანტიეროვნული, მოძალადე რეჟიმის განუყოფელი ნაწილი, გარყვნილების პროპაგანდის ერთ-ერთი გამორჩეული სახეა“, – აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი ქვეყნის სათავეში ვეღარასდროს მოვლენ.

„გვარამია ვერასდროს აიღებს იმ პასუხისმგებლობას, რომელიც პირადად მას ეკისრება, რადგან იგი იყო პროკურორის მოადგილე, დღეს არის თვითგამოცხადებული მედიამენეჯერი და „განათლების მინისტრი“. ამ კონტექსტში შევადარე ბატონ მიხეილ ჩხენკელს. ძალიან მარტივია – სააკაშვილი, გვარამია, მელია, ყველა ეს კრიმინალი, რომელიც დღემდე ძალადობს ჩვენს მოსახლეობაზე, ვერასდროს დაბრუნდება ხელისუფლებაში“, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ამირან გამყრელიძე: აცრილიდან აცრილზე კორონავირუსის გადადების შანსი ბევრად მცირეა
Next post ლაშა გოგიაშვილი – დარწმუნებული ვარ, სწორ არჩევანს გავაკეთებთ და იმ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რომელიც 2012 წლიდან ყოველ არჩევნებზე კეთდებოდა