კორონავირუსმა მექსიკამდე მიაღწია

Read Time:38 Second

მექსიკის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ქვეყანაში სავარაუდოდ კორონავირუსის ორი შემთხვევა გამოვლინდა. პაციენტები კარანტინში არიან მოთავსებულები და მათზე დაკვირვება მიმდინარეობას.

როგორც მექსიკის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, უგო ლოპეს-გატელმა განაცხადა, ქვეყანა კარგად არის მომზადებული და პანიკის საფუძველი არ არსებობს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ერთ-ერთი პირი, რომელსაც კორონავირუსის მსგავსი სიმპტომები გამოუვლინდა, დეკემბერში ჩინეთის ქალაქ უხანში იმყოფებოდა, რომელიც დაავადების გავრცელების ეპიცენტრია.

კორონავირუსის გავრცელების გამო, ჩინეთის ხელისუფლებამ უხანის მოსახლეობის იზოლირება გადაწყვიტა და კარანტინი გამოაცხადა. უხანში შეწყდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის, აეროპორტის, რკინიგზის მუშაობა და საბორნე მიმოსვლა. ქალაქის მოსახლეობა 11 მილიონს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ მანამდე კორონავირუსის შემთხვევის გამოვლენა დადასტურდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ, ვაშინგტონში. ჩინეთში გავრცელებული აქამდე უცნობი ტიპის კორონავირუსი ასევე დაფიქსირდა ჰონგ კონგში, ტაივანში, ტაილანდში, იაპონიასა და სამხრეთ კორეაში.

ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილია 17 ადამიანი. დაავადებულთა რიცხვი 550-ს აღემატება. მათგან 100-მდე ადამიანის მდგომარეობა კრიტიკულია.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post 2019 წელს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ღვინის ექსპორტის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა
Next post გიორგი გახარია დავოსში დღეს რამდენიმე ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას და მსხვილი ბიზნესწრეების წარმომადგენლებს შეხვდება