კომპანია Facebook-ის სოციალური ქსელების აპლიკაციების სახელი უცვლელი რჩება

Read Time:44 Second

კომპანია Facebook-ის სოციალური ქსელების აპლიკაციების სახელი უცვლელი რჩება. ამის შესახებ კომპანია Facebook-ის ხელმძღვანელმა, მარკ ცუკერბერგმა განაცხადა.

საუბარია შემდეგი სოციალური ქსელების აპლიკაციებზე: Facebook-ი, Instagram-ი და მესენჯერი WhatsApp-ი.

„ჩვენი მისია უცვლელი რჩება. ჩვენი მისია ხალხის გაერთიანებაა. ჩვენი აპლიკაციები და მათი ბრენდებიც უცვლელი რჩება. ჩვენ კვლავ ვართ ის კომპანია, რომელიც ხალხის გარშემო ტექნოლოგიას აყალიბებს. თუმცა, ყველა ჩვენი პროდუქტი, მათ შორის ჩვენი აპლიკაციები, უკვე ახალ ხედვას იზიარებს: ხელი შევუწყოთ მეტასამყაროს გაცოცხლებას. ახლა კი ჩვენ გვაქვს სახელი, რომელიც ასახავს იმას, რასაც ვაკეთებთ“, – განაცხადა მარკ ცუკერბერგმა.

კომპანია Facebook-ის ხელმძღვანელმა, მარკ ცუკერბერგმა კომპანიის ახალი სახელი გამოაცხადა.

„ამიერიდან ჩვენი სახელი იქნება Meta“, – განაცხადა მარკ ცუკერბერგმა ონლაინ-პრეზენტაციის დროს.

კომპანია აპლიკაციებისა და ტექნოლოგიების ერთი ახალი ბრენდის ქვეშ მოქცევას აპირებს. მარკ ცუკერბერგის განცხადებით, კორპორატიული სტრუქტურა უცვლელი რჩება.

გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ კომპანია Facebook-ი სახელწოდების შეცვლას გეგმავს. ახალმა სახელწოდებამ უნდა ასახოს კორპორაციის მისწრაფება, შექმნას ვირტუალური მსოფლიო – ე.წ. მეტასამყარო.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კარლ ჰარცელი – მოხარული ვარ, რომ დღეს მივიღე ევროპარლამენტიდან ახალი დელეგაცია, რომელიც არჩევნების პროცესს დააკვირდება
Next post ირაკლი ღარიბაშვილი: გუშინ მთელმა მსოფლიომ კიდევ ერთხელ ნახა, რომ ქართველი ხალხი წყვეტს, თუ როგორი უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის მომავალი და განვითარება