კვარაცხელია სერია ა-ს მეათე ტურის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს

Read Time:28 Second

ხვიჩა კვარაცხელია იტალიის სერია „ა“-ს მე-10 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა და ტურის მოთამაშედ აღიარეს – შეფასება საერთაშორისო ანალიტიკურმა გვერდმა whoscored-მა.

საერთაშორისო ანალიტიკურმა ვებგვერდმა ქართველ თავდამსხმელს „ბოლონიასთან“ მოგებული (3:2) შეხვედრის შემდეგ 8.9 ქულა დაუწერა, რაც ტურში საუკეთესო შეფასება აღმოჩნდა.

ქართველის შემდეგ საუკეთესო ყველზე მაღალი ქულა „იუვენტუუსის“ სერბმა თავდამსხმელმა დუშან ვლაჰოვიჩმა მიიღო – 8,4, ხოლო მესამეზე „ინტერის“ თურქი ნახევარმცველი ჰაკან ჩალჰანოღლუა 8,1 ქულით.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლის“ მოგებაში „ბოლონიასთან“ (3:2) გადამწყვეტი როლი ითამაშა. მეორე გოლი ხვიჩას განვითარებულ შეტევას მოჰყვა, ხოლო მესამე გოლი ვიკტორ ოსინემმა ქართველი თავდამსხმელის გადაცემით გაიტანა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთის იერიშების შედეგად, უკრაინის ელექტროსადგურების 30 პროცენტი განადგურებულია, პუტინის რეჟიმთან მოლაპარაკებისთვის სივრცე აღარ რჩება
Next post ლევან იოსელიანი გენერალური პროკურორის შერჩევის წესზე: ეს კანონი აუარესებს დემოკრატიულ სტანდარტს ქვეყანაში