ლევან იოსელიანი გენერალური პროკურორის შერჩევის წესზე: ეს კანონი აუარესებს დემოკრატიულ სტანდარტს ქვეყანაში

Read Time:51 Second

„ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ყველაფერს აპროტესტებს და მხარს არაფერს უჭერს, არც ერთ ჯგუფში მონაწილეობას არ იღებს, აღმოჩნდა, უცებ, ამ ცვლილებების მიმართ აქვს რაღაც განსაკუთრებული ინტერესი და მხარს მხოლოდ ამ ცვლილებებს უჭერს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი და არტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ლევან იოსელიანმა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც გენპროკურორის არჩევის წესის ცვლილებას ითვალისწინებს.

„ეს კანონი აუარესებს დემოკრატიულ სტანდარტს ქვეყანაში და იძლევა საშუალებას ქვეყანას ჰყავდეს 1 წლით არჩეული პროკურორი, რომელიც ანგარიშვალდებული არ იქნება პარლამენტისა და საზოგადოების წინაშე“, – აღნიშნა იოსელიანმა.

პარლამენტში, საკონსტიტუციო ცვლილებებზე იმსჯელებენ. გენერალური პროკურორის არჩევის ახალი წესი, პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით გადის. ცვლილებების დამტკიცებას 113 ხმა სჭირდება, „ქართულ ოცნებას“ კი საკონსტიტუციო უმრავლესობა არ აქვს. შესაბამისად, ევროპული რეკომენდაციის შესასრულებლად, საჭიროა ოპოზიციის მხარდაჭერა.

ოპოზიციის ნაწილი ცვლილებებს მხარს არ უჭერს. გენერალური პროკურორის არჩევის ახალი წესი შინაარსობრივად არ მოსწონს მმართველ გუნდს, თუმცა „ქართული ოცნება“ ამბობს, რომ ახლა მნიშვნელოვანი კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებაა.

პროექტით შემოდის დროებითი წესი, მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტი გენერალურ პროკურორს აირჩევს სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით. თუ ორჯერ ვერ მოხდება არჩევა, ამ შემთხვევაში, პარლამენტი გენერალური პროკურორს ერთი წლის ვადით, სრული შემადგენლობის უმრავლესობით დაამტკიცებს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კვარაცხელია სერია ა-ს მეათე ტურის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს
Next post BTS-ის ყველა წევრი სავალდებულო სამხედრო სამსახურს გაივლის