კესარია აბრამიძე მის ტრანს ვარსკვლავი 2018-ზე ქართული სამოსით გამოვა

Read Time:23 Second

ქართველი ტრანსგენდერი ქალი კესარია აბრამიძე საერთაშორისო კონკურსში მის ტრანს ვარსკვლავი 2018 მონაწილეობს.

კესარია კონკურსზე ქართული ნაციონალური სამოსის ჩაცმას აპირებს. როგორც ის ფეისბუქზე წერს, საკონკურსოდ მან რამდენიმე ნაციონალური კაბა და ჩიხტიკოპიც კი მოირგო.

კესარიას პოსტის კომენტარებიდან ირკვევა, რომ კონკურსისთვის არჩეულ კაბას ის ფეისბუქზე არ გამოაქვეყნებს და მას მაყურებლები მხოლოდ შოუში ნახავენ.

აღსანიშნავია, რომ კონკურსის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებულ მონაწილეების ფოტოებში კესარიას ფოტოს ყველაზე მეტი მოწონება და გამოხმაურება აქვს.

მის ტრანს ვარსკვლავი 2018 ბარსელონაში 28 ოქტომბრიდან 3 ნოემბრამდე გაიმართება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post “სექსი დასაშვებია კვირაში ერთხელ, სამშაბათ დღეს” – ნატო ჩხეიძე “პატრიოტთა ალიანსის” გაფართოებულ თათბირს იხსენებს
Next post NGO-ები: არსებობენ ადამიანები, რომლებიც კანონზე მაღლა დგანან და ხელშეუხებლობით სარგებლობენ