კელი დეგნანი: აშშ მოხარულია, აჩუქოს საქართველოს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა – ვაქცინაცია გვაძლევს საშუალებას, აღვადგინოთ ეკონომიკა, ბავშვები დაუბრუნდნენ სკოლებს და ხალხი – სამსახურებს

Read Time:39 Second

„ამერიკის შეერთებული შტატები მოხარულია, აჩუქოს საქართველოს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა, ქართველი ხალხის დასახმარებლად. დღეს შევხვდი ეკატერინე ტიკარაძეს, რათა გვემსჯელა ლოჯისტიკურ საკითხებზე, რაც საკმაოდ კომპლექსურია“, – აღნიშნა აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა ჯადაცვის სამინისტროში, უწყების ხელმძღვანელთან შეხვედრის შემდეგ.

მან ხაზი გაუსვა ვაქცინაციის აუცილებლობას და იმედი გამოთქვა, რომ ქართველი ხალხი ამ შესაძლებლბას გამოიყენებს.

„ჩვენ გვაქვს მჭიდრო კოორდინაცია ჯანდაცვის სამინისტროსთან, რათა რაც შეიძლება სწრაფად მიიღოს საქართველომ ვაქცინა და ასევე, დავეხმაროთ ვაქცინაციის კამპანიის წარმოებაში იმისათვის, რომ მოსახლეობა აიცრას. თითოეული ჩვენგანის ვაქცინაცია უკიდურესად მნიშვნელოვანია. როგორც მსოფლიოს მაგალითზე ვიხილეთ, ვაქცინაცია გვაძლევს საშუალებას, აღვადგინოთ ეკონომიკა, ბავშვები დაუბრუნდნენ სკოლებს და ხალხი – სამსახურებს. მნიშვნელოვანია მოსახლეობამ გამოიყენოს ეს შანსი და იმედი მაქვს, როგორც კი ჩამოვა ვაქცინა, ქართველები გამოიყენებენ ამ შესაძლებლობას და აიცრებიან“, – აღნიშნა დიპლომატმა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 388 329 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 366 250, გარდაიცვალა 5 566 პაციენტი

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენი მიზანი – ევროკავშირში გაწევრიანება, ხანგრძლივი პროცესია, რომელშიც ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერა გვჭირდება
Next post შარლ მიშელი: მოვუწოდებ ყველას, ვისაც შეთანხმებაზე ხელი არ აქვს მოწერილი, მოაწეროს ხელი მას