მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენი მიზანი – ევროკავშირში გაწევრიანება, ხანგრძლივი პროცესია, რომელშიც ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერა გვჭირდება

Read Time:29 Second

ბათუმში მე-17 საერთაშორისო კონფერენციაზე „ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია“ სიტყვით გამოვლენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, მოლდოვის, უკრაინისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტები.

კონფერენციაზე განიხილავენ ისეთ საკითხებს, როგორიცაა ევროატლანტიკურ სივრცეში არსებული გამოწვევები, შესაძლებლობები და მოკავშირეებს შორის თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები. სამი ასოცირებული ქვეყანა ხელს მოაწერს ერთობლივ დეკლარაციას.

„ჩვენი მიზანი, რომ საბოლოო ჯამში, ევროკავშირში გავწევრიანდეთ, რა თქმა უნდა, ხანგრძლივი პროცესია და ამ პროცესში, ჩვენ გვჭირდება ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერა და სამივე ქვეყნის ერთობლივი ძალისხმევა. სწორედ ამას ემსახურება შეხვედრა ბათუმში. მოხარული ვარ, რომ ამ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი“, – აცხადებს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დავით ზალკალიანი – დარწმუნებული ვარ, ბათუმის კონფერენციაზე დღევანდელი დისკუსიები იქნება უაღრესად ნაყოფიერი, დაეხმარება ევროპელ პარტნიორებსაც, რათა ნათლად წარმოიდგინონ ჩვენი მისწრაფებები და მიზნები
Next post კელი დეგნანი: აშშ მოხარულია, აჩუქოს საქართველოს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა – ვაქცინაცია გვაძლევს საშუალებას, აღვადგინოთ ეკონომიკა, ბავშვები დაუბრუნდნენ სკოლებს და ხალხი – სამსახურებს