კახა კუჭავა სალომე სამადაშვილს მიმართავს – ერთად ვიმსჯელოთ, რათა შემდეგზე უფრო ეფექტიანად დავიცვათ ჩვენი ქვეყნის სიმბოლიკა, რომლის ნაწილსაც წარმოადგენს ევროკავშირის დროშა
ქალბატონო სალომე, დანაშაული ხდება ყველგან და სამწუხაროდ, მარტო საქართველო არ არის, სადაც ევროკავშირის დროშას ხევენ, რეაგირებაც შესაბამისი იყო, – ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ ოპოზიციონერი დეპუტატის სალომე სამადაშვილის მიერ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე გაკეთებულ განცხადებას.
მისივე თქმით, საჭიროა ერთობლივად მსჯელობა სამართლებრივ ნორმაზე, რითაც შესაძლებელი იქნება უფრო ეფექტიანად მოხდეს ქვეყნის სიმბოლიკის დაცვა, რომლის ნაწილსაც კუჭავას განცხადებით, წარმოადგენს ევროკავშირის დროშა.
„სამწუხაროდ, არ არსებობს ჩვენთან საკანონმდებლო ბაზა, როგორ დავიცვათ ჩვენი ეროვნული სიმბოლიკა, მათ შორის ის სიმბოლიკა, რომელიც წარმოადგენს ჩვენი ხალხის არჩევანს და კონსტიტუციითაა განსაზღვრული. ამას სჯობს, ვიმსჯელოთ, ვინ როგორ დაისაჯოს მსგავსი ქმედების განხორციელებისას და არა ვილაპარაკოთ, ვინ ვის დაახიეს თავზე დროშა.
ძალიან კარგად იცით, როგორიც იყო ამასთან დაკავშირებით რეაგირება ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან და ნუ ცდილობთ, შეურაცხყოთ ის, რაც უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნისთვის – Ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაცია. სამწუხაროდ, აქ გამოსვლები არაფერ ხელს არ გაძლევთ. არავინ ამბობს, რომ რაც მოხდა კარგი იყო, მაგრამ ვერ ვნახეთ სამართლებრივი ნორმა, როგორ შეიძლება ეს დავიცვათ და ვაგებინოთ პასუხი. ერთად ვიმსჯელოთ ამაზე და თუ საჭიროა, საკანონმდებლო ცვლილებები განვახორციელოთ, რათა შემდეგზე უფრო ეფექტიანად დავიცვათ ჩვენი ქვეყნის სიმბოლიკა, რომლის ნაწილსაც წარმოადგენს ევროკავშირის დროშა, როგორც კონსტიტუციური ნორმა ჩვენი ევროატლანტიკური გზისა. ამიტომ, ნებისმიერი სახის პოლიტიკური სპეკულაცია იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც ხელს არ აძლევს ქვეყანას, ნამდვილად არ არის მოსაწონი იმ ადამიანებისგან, ვინც ევროინტეგრაციაზე დებთ თავს“, – განაცხადა კახა კუჭავამ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
გიორგი ზერეკიძე რადიკალებზე: ვფიქრობ, ჩემი დუმილი დანაშაულია. ვატყობ, რომ ამ ადამიანებს არ სურთ, მივიდეთ არჩევნებამდე. მათი მიზანი ლეგიტიმური ხელისუფლების დამხობაა
ვფიქრობ, ჩემი დუმილი დანაშაულია. ვატყობ, რომ ამ ადამიანებს არ სურთ, მივიდეთ არჩევნებამდე. მათი მიზანი ლეგიტიმური ხელისუფლების დამხობაა, - გადაცემაში „იმედი...
იაგო ხვიჩია: გუშინდელი აქციის ორგანიზატორებმა უბრალოდ ჩაისვარეს იმიტომ, რომ ხალხს პიკეტირება სთხოვეს და თავად გაიქცნენ
გუშინდელი აქციის ორგანიზატორებმა უბრალოდ ჩაისვარეს იმიტომ, რომ ხალხს პიკეტირება სთხოვეს და თავად გაიქცნენ, - ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია...
მამუკა მდინარაძე: სლოგანებით გადაწყვეტილების მიღება არის დამღუპველი, ეს ყველა მოქალაქემ უნდა იცოდეს
მათი [ოპოზიციის] თქმით, შარშან მივდიოდით მოსკოვისკენ და ასე მოსკოვისკენ სიარულით აღმოვჩნდით ევროპაში, კანდიდატის სტატუსით, - ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ „ქრონიკასთან“...
დაჩი ცაგურია რადიკალებზე: სტრატეგიული ობიექტები მათ რუსეთს გადასცეს. ვინც მოუტანა ჩვენს ქვეყანას უვიზო მიმოსვლა და კანდიდატის სტატუსი, თურმე ახლა იმათ წინააღმდეგ ღამე უნდა გაათენონ
ვინც მოუტანა ჩვენს ქვეყანას უვიზო მიმოსვლა და კანდიდატის სტატუსი, თურმე ახლა იმათ წინააღმდეგ ღამე უნდა გაათენოს იმან, ვინც ყველაფერი რუსეთს...
სოზარ სუბარი: პრეზიდენტი ამბობს, რომ ამ კანონპროექტს ის ვეტოს დაადებს – სამწუხაროა, რომ საქართველოს პრეზიდენტი იქცა უბრალო სათამაშო იარაღად, „გლობალური ომის პარტიის“ ხელში
მიზანი არის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი გამოიყენონ სახელმწიფო გადატრიალებისთვის და რევოლუციური პროცესების მხარდაჭერისთვის. ამ შემთხვევაში, სალომე ზურაბიშვილი არის იარაღი...
თამარ ჩიბურდანიძე: ო’ბრაიენს დახვდება მონობისთვის დაუმორჩილებელი და პარტნიორობისთვის მზადმყოფი ხელისუფლება
დღევანდელი ბრძოლა ამ კანონზე, რეალურად არის ბრძოლა მორჩილებასა და თავისუფლებას შორის. ხელისუფლება ამსხვრევს იმ ბორკილს, რომელიც უკვე რამდენი წელია ყალბ...