გიორგი ვოლსკი ოპოზიციაზე: ეს არის უნამუსო ხალხი – სურთ, რომ ქვეყანა დაიქცეს

Read Time:46 Second
ეს არის უნამუსო ხალხი, რომლებსაც სურთ, რომ ქვეყანა დაიქცეს, – ასე შეაფასა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ დღეს პარლამენტში განვითარებული მოვლენები.
 
„ეს არის ის რეალობა, რასაც აქ უყურებთ“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
 
დღის განმავლობაში, ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა ჯერ პარლამენტის უკანა შესასვლელთან, შემდეგ კი – უშუალოდ შენობაში. ჟურნალისტების ნაწილი შენობაში შესვლას ცდილობდა და აცხადებდა, რომ საშვის მიუხედავად, მათ საკანონმდებლო ორგანოში არ უშვებდნენ. მას შემდეგ, რაც მთავრობისთვის მიცემული ულტიმატუმის ვადა 12:00 საათზე ამოიწურა, მედიისა და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად, საკანონმდებლო ორგანოში შეიჭრნენ და პარლამენტის თავმჯდომარის ტრიბუნა დაიკავეს. ისინი აცხადებდნენ, რომ ტრიბუნას იქამდე არ გაათავისუფლებდნენ, ვიდრე პრემიერი არ გადადგებოდა.
 
ერთმანეთს დაუპირისპირდნენ დეპუტატებიც. სიტუაციის განმუხტვას მანდატურის სამსახური ცდილობდა.
 
მოგვიანებით, ოპოზიციის წარმომადგენლებს პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ტრიბუნა გაათავისუფლებინეს და რიგგარეშე სხდომა დაიწყო. თუმცა, არც ამის შემდეგ წარმართულა სხდომა მშვიდ გარემოში: ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრებმა პარლამენტის სხდომათა დარბაზი, დემონსტრაციულად, მას შემდეგ დატოვეს, რაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ მიუთითა, რომ კითხვები მხოლოდ პროცედურულ საკითხებზე დაესვათ და არ გამოეყენებინათ კითხვისთვის განკუთვნილი დრო პოლიტიკური განცხადებებისთვის.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კახა კუჭავა სალომე სამადაშვილს მიმართავს – ერთად ვიმსჯელოთ, რათა შემდეგზე უფრო ეფექტიანად დავიცვათ ჩვენი ქვეყნის სიმბოლიკა, რომლის ნაწილსაც წარმოადგენს ევროკავშირის დროშა
Next post ირმა ზავრადაშვილი თაკო ჩარკვიანზე-ეგ რომელია, ჯანსუღ ჩარკვიანის შვილობის გარდა სხვა სტატუსი რომ არ გააჩნია და მამის გარდაცვალების შემდეგ თავხედობა რომ ეყო და ბიძინას მოსთხოვა, მამაჩემის დახმარება ეხლა დედაჩემის სახელზე გადმოიტანეო?