თეა წულუკიანი – ღარიბაშვილი არ გადადგება, გომელაური არ გადადგება, გყავთ ის მთავრობა, რომელიც გყავთ და მეტი მოუსმინეთ მთავრობას, რაც არ უნდა გეზიზღებოდეთ ის

Read Time:1 Minute, 34 Second

ღარიბაშვილი არ გადადგება, გომელაური არ გადადგება. თქვენ გყავთ ის მთავრობა, რომელიც გყავთ და მეტი მოუსმინეთ მთავრობას, რაც არ უნდა გეზიზღებოდეთ ის, რადგან მთავრობის მეთაური რომ ამბობს, რომ შეიძლება იყოს სირთულეები, რომ ორი ამ დონის ერთმანეთთან დაპირისპირებული ძალა გააშორიშოროს, ეს უნდა იქნას ვინმეს მიერ შესმენილი და არ გავწიროთ ის ლგბტ თემი, რომელიც ზოგიერთმა უსინდისო ძალამ საკუთარი ინტერესისთვის გამოიყენა, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, იქ, სადაც ხდება თავდასხმა ადამიანზე, იქნება ეს ჟურნალისტი თუ სხვა, გამოძიება სწრაფად და ეფექტურად უნდა ჩატარდეს და ყველა დამნაშავე უნდა იქნას დაკავებული.

„იქ, სადაც ხდება თავდასხმა ადამიანზე, იქნება ეს ჟურნალისტი თუ სხვა, გამოძიება სწრაფად და ეფექტურად უნდა ჩატარდეს და რა თქმა უნდა, ყველა დამნაშავე, რომელიც თავს დაესხა ჟურნალისტს, ოპერატორს, იქ მყოფ ნებისმიერ სხვა ადამიანს, უნდა იქნას დაკავებული. ჩვენ ვნახეთ ბევრი დაკავება, არაერთი აღკვეთის ღონისძიება, რა თქმა უნდა, თუკი არიან სხვებიც, ვინც ჯერ რ არის დაკავებული, ისინიც უნდა იქნან დაკავებულები და გამოძიებამ უნდა დააყენოს შედეგი, რადგან ძალადობით ეს ქვეყანა არსად წავა. ასევე, თუ მედია, პოლიტიკური პარტიები არ მოუსმენენ მთავრობას, რა თქმა უნდა, ეს ქვეყანა არსად არ წავა. ღარიბაშვილი არ გადადგება, გომელაური არ გადადგება. თქვენ გყავთ ის მთავრობა, რომელიც გყავთ და მეტი მოუსმინეთ მთავრობას, რაც არ უნდა გეზიზღებოდეთ ის, რადგან მთავრობის მეთაური რომ ამბობს, რომ შეიძლება იყოს სირთულეები, რომ ორი ამ დონის ერთმანეთთან დაპირისპირებული ძალა გააშორიშოროს, ეს უნდა იქნას ვინმეს მიერ შესმენილი და ჩვენ არ გავწიროთ ის ლგბტ თემი, რომელიც ზოგიერთმა უსინდისო ძალამ საკუთარი ინტერესისთვის გამოიყენა. ამ ადამიანებს ამ ქვეყანაში არავინ ერჩის, მაგრამ მათ აქვთ გამოწვევები, მათი უფლებების დაცვა საჭიროა, განსხვავებული ადამიანი ჩვენ არ უნდა გვძულდეს და ამისთვის ერთად უნდა ვიმუშაოთ. დამნაშავე უნდა დაისაჯოს, მაგრამ თქვენი ვალდებულებაა, ხელი შეუწყოთ საზოგადოებაში ტემპერატურის დაგდებას და მანამდე, სანამ გამოძიება და ექსპერტიზა თავის სიტყვას იტყვის, არ იძახოთ, რომ თურმე ოპერატორი მოკლა მთავრობამ. ეს სირცხვილია. სირცხვილია ასევე იმის თქმა, რომ თურმე ილია მეორე უნდა ჩავსვათ ციხეში. თქვენ გაქვთ ვალდებულება, რომ რეალობა მიაწოდოთ საზოგადობას და ხელი შეუწყოთ საზოგადოებაში განსხვავებულ ინფორმაციებს შორის ბალანსს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თეა წულუკიანი: როდესაც პოლიცია და შს მინისტრი გვაძლევს რჩევას, რომ გამოხატვის თავისუფლება განვახორციელოთ, მაგრამ გვთავაზობს სხვადასხვა მისაღებ გზას, აი, ამას ჰქვია სახელმწიფოსთან თანამშრომლობა
Next post კახა კუჭავა სალომე სამადაშვილს მიმართავს – ერთად ვიმსჯელოთ, რათა შემდეგზე უფრო ეფექტიანად დავიცვათ ჩვენი ქვეყნის სიმბოლიკა, რომლის ნაწილსაც წარმოადგენს ევროკავშირის დროშა