თეა წულუკიანი: როდესაც პოლიცია და შს მინისტრი გვაძლევს რჩევას, რომ გამოხატვის თავისუფლება განვახორციელოთ, მაგრამ გვთავაზობს სხვადასხვა მისაღებ გზას, აი, ამას ჰქვია სახელმწიფოსთან თანამშრომლობა

Read Time:1 Minute, 5 Second

როდესაც პოლიცია და შს მინისტრი გვაძლევს რჩევას, რომ გამოხატვის თავისუფლება განვახორციელოთ, მაგრამ გვთავაზობს სხვადასხვა მისაღებ გზას, აი, ამას ჰქვია სახელმწიფოსთან თანამშრომლობა და ეს უნდა გავიგონოთ ხოლმე, – ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე თეა წულუკიანმა განაცხადა.

კულტურისა და სპორტის მინისტრმა 5 ივლისს განვითარებული მოვლენები და ლგბტ თემისთვის პრემიერ-მინისტრის მიერ მაშინ გაკეთებული მოწოდება შეაფასა.

„5 ივლისის პრემიერის განცხადება, ბოდიში ამ სიტყვისთვის, თქვენ გაქვთ ამოჩემებული და თქვენ და სხვა ტელევიზიები ამას ასაღებთ ისე, თითქოს, პრემიერმა როდესმე ძალადობა მოიწონა და წაახალისა. პირიქით, სწორედ მთავრობის იმ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა თქვა ის, რაც ყველა ლიდერს უნდა ეთქვა, რომ თავი შევიკავოთ პარლამენტის გამზირზე შეკრებისგან და ამით მან 5 ივლისს ლგბტ თემს მიმართა. ძალიან სამწუხაროა, რომ ლგბტ თემმა არ გაითვალისწინა ქვეყნის ლიდერის ეს მოწოდება, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ მათი ინტერესებიდან იყო. უფრო მეტიც, შესთავაზა ლგბტ თემს, რომ თავიანთი გამოხატვის თავისუფლება კი არ გადაედოთ გვერდზე, არამედ ეს შეკრება ჩაეტარებინათ სხვაგან, მესმის, რომ თქვენ, ზოგიერთ მედიასა და იმ პოლიტიკური პარტიებს, რომელთა მთავარი მიზანი პროვოკაციების კასკადია, ვვარაუდობ, რომ ეს გაძლიერდება არჩევნების მოახლოებასთან ერთად, მათ ეს არ მოეწონათ, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება. სამწუხაროდ, ლგბტ თემმა პრემიერის მაშინდელი განცხადება არ გაიზიარა“, – განაცხადა წულუკიანმა.

მისი თქმით, პოლიციის შესაძლებლობები ამოუწურავი არ არის.

„როდესაც პოლიცია და შს მინისტრი გვაძლევს რჩევას, რომ გამოხატვის თავისუფლება განვახორციელოთ, მაგრამ გვთავაზობს სხვადასხვა მისაღებ გზას, აი, ამას ჰქვია სახელმწიფოსთან თანამშრომლობა და ეს უნდა გავიგონოთ ხოლმე“, – დასძინა წულუკიანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კახა კუჭავა: მნიშვნელობა არ აქვს ვინ რომელ მხარეს წარმოადგენს, ერი, ბერი – ყველა თანასწორია კანონის წინაშე
Next post თეა წულუკიანი – ღარიბაშვილი არ გადადგება, გომელაური არ გადადგება, გყავთ ის მთავრობა, რომელიც გყავთ და მეტი მოუსმინეთ მთავრობას, რაც არ უნდა გეზიზღებოდეთ ის