კახა კალაძის ინიციატივით, გამგეობებსა და თბილისის მერიაში, კვირაში 2 დღე მოქალაქეებთან შეხვედრებს დაეთმობა

Read Time:36 Second

თბილისის მერმა, კახა კალაძემ, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მოსახლეობასთან მუდმივი კომუნიკაციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და გამგებლებს დაავალა, კვირაში ორი დღე მოქალაქეებთან შეხვედრას დაუთმონ. ამასთან, შეხვედრები იქნება თბილისის მერიაშიც.

„გამგებლებს გავალებთ, რომ კვირაში ორი დღე გამოყოთ, ხუთშაბათი-პარასკევი, რომელიც მოქალაქეების მიღების დღეები იქნება და მოუსმინოთ ადამიანებს. კარგად მესმის, რომ ყველა პრობლემას, ყველაფერს ვერ მოვაგვარებთ და ვერ მოვაწესრიგებთ, მაგრამ ადამიანს უნდა ჰქონდეს პასუხი. რაღაცას რომ ვერ ვუკეთებთ, როცა შეიძლება რაღაც კანონს ეწინააღმდეგებოდეს, რაღაც არ გამოდიოდეს, მას უნდა ჰქონდეს შესაბამისი პასუხი და უნდა იცოდეს, რატომ ვერ სრულდება მისი კონკრეტული მოთხოვნა. მოქალაქეების მიღება იქნება დედაქალაქის მერიაშიც – ხუთშაბათობით და პარასკევობით გაიმართება ადამიანების მოსმენა და ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, ყველანაირად, ხელი შევუწყოთ, დავეხმაროთ და გვერდში დავუდგეთ იმ ადამიანებს, რომელთაც გარკვეული პრობლემები და საჭიროებები აქვთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ფრიდონ სულაბერიძის 80 წლის იუბილე საზეიმოდ აღინიშნა
Next post საქსტატი – 2021 წლის მესამე კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ თითქმის 300 მილიონი დოლარი შეადგინა