კახა კალაძე: NDI-ის კვლევაში ბევრი უზუსტობა იყო

Read Time:39 Second

NDI-ის კვლევაში ბევრი უზუსტობა იყო, ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერმა, კახა კალაძემ განუცხადა.

„მეც წავიკითხე ეს კვლევის შედეგები. აშკარად გარკვეული უზუსტობები არის და რატომ არის ეს უზუსტობები, რა თქმა უნდა, უნდა ვკითხოთ მათ, ვინც გააკეთა, ვინ იყო, ვინ იკვლევდა. ხომ უნდა არსებობდეს რაღაც ფაქტები, რაზეც იქ საუბარი იყო, მედიაში მგონი რაღაც დროებითი მმართველის შესვლაზე და ა.შ. ძალიან ბევრი უზუსტობა იყო.

რაც შეეხება არჩევნებს, არჩევნები ჩატარდება მშვიდ გარემოში, სადაც ყველა პოლიტიკურ სუბიექტს მიეცემა თანაბარი შესაძლებლობა, საზოგადოებას წარუდგინონ თავისი ხედვა, მიაწოდონ თავისი გეგმები, თუ როგორ ფიქრობენ ქვეყნის განვითარებაზე, წარუდგინონ პროგრამები. ამის შესაძლებლობა ყველა პოლიტიკურ პარტიას მიეცემა თანაბარ პირობებში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოში აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) სადამკვირვებლო დელეგაციამ წინასაარჩევნო გარემოს შეფასებაში გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ მონაწილე მხარეებმა პოლიტიკური ნება უნდა გამოიჩინონ და საარჩევნო პროცესის სამართლიანობა პარტიულ ინტერესებზე მაღლა დააყენონ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი გახარია: პანდემიისა და ღრმა ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, საქართველოში საარჩევნო პროცესი მიმდინარეობს, რომელიც უმაღლესი ხარისხით უნდა ჩატარდეს
Next post გიორგი ხოჯევანიშვილი ხაზთან მცხოვრებ სტუდენტებს, გორელ და კასპელ ახალგზრდებს შეხვდა