გიორგი გახარია: პანდემიისა და ღრმა ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, საქართველოში საარჩევნო პროცესი მიმდინარეობს, რომელიც უმაღლესი ხარისხით უნდა ჩატარდეს

Read Time:34 Second

უნდა გვახსოვდეს, რომ გლობალური პანდემიისა და ღრმა ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, საქართველოში საარჩევნო პროცესი მიმდინარეობს, რომელიც უმაღლესი ხარისხით უნდა ჩატარდეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის განმარტებით, ამ პროცესების მიუხედავად, ხელისუფლებისთვის პირველ რიგში მოქალაქეების ჯანმრთელობა, მათი სამუშაო ადგილების შენარჩუნება და სოციალური დამარება დგას.

„გლობალური პანდემია, ისევე როგორც ღრმა ეკონომიკური კრიზისი ჯერ კიდევ გრძელდება, თუმცა ჩვენ კარგად უნდა გევესმოდეს, რომ საქართველოს შემთხვევაში ჩვენთან პარალელურად მიმდინარეობს არჩევნები, საარჩევნო პროცესი, რომელიც ასევე უმაღლესი ხარისხით უნდა ჩავატაროთ და ესეც არის მთავრობისა და ხელისუფლების პასუხისმგებლობა, თუმცა რა თქმა უნდა, ჩვენთვის პირველ რიგში, ყველაზე მნიშვნელობანი არის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა, სამუშაო ადგილების შენარჩუნება და რა თქმა უნდა, ჩვენი მოქალაქეების სოციალური დახმარება, განსაკუთრებით ბავშვების“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობის პროგრამა იზრდება
Next post კახა კალაძე: NDI-ის კვლევაში ბევრი უზუსტობა იყო