გიორგი ხოჯევანიშვილი ხაზთან მცხოვრებ სტუდენტებს, გორელ და კასპელ ახალგზრდებს შეხვდა

Read Time:54 Second

 

პარტია ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გორისა და კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი ხოჯევანიშვილი შინდისის ციხეზე საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ სტუდენტებს, გორელ და კასპელ ახალგზრდებს შეხვდა. შეხვედის დაწყებამდე შეკრებილებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს შინდისის გმირების მარადიულ ხსოვნას. გიორგი ხოჯევანიშვილმა ახალგაზრდებთან შეხვედრაზე რეგიონში არსებულ შესაძლებლობებზე, გამოწვევებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ასევე, ყურადღება გაამახვილა განათლების მნიშვნელობაზე, ახალგაზრდების ჩართულობასა და მშვიდობაზე ორიენტირებულ პოლიტიკაზე.
,,თქვენ ხართ თავისუფალი, დამოუკიდებელი თაობა, რომელიც არასდროს შეეგუება ოკუპაციას და საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებს განათლებით, პროფესიონალიზმით, სამშობლოს უპირობო სიყვარულით მოაგვარებთ.
თანამედროვეობაში, სწორედ განათლებაა მთავარი იარაღი რეალური დამოუკიდებლობის, თავისუფლებისა და კეთილდღეობის მოსაპოვებლად.
განათლება ჩვენი, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტი და ეროვნული იდეაა, რომლისთვისაც ბიუჯეტიდან მეოთხედი გამოიყო. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და გავაკეთებთ, რომ ხარისხიან განათლებაზე ხელი მიგიწვდებოდეთ, გქონდეთ ყველა პირობა, რომ დაეუფლოთ თქვენთვის სასურველ პროფესიას და ღირსეულად დასაქმდეთ.“ – მიმართა ახალგაზრდებს ხოჯევანშვილმა.
დეპუტატობის კანდიდატმა ვრცლად ისაუბრა განათლების ხელმისაწვდომობის საკითხზე, სახელისუფლო გუნდი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ოკუპირებულ ტერიტორიების ე.წ. საზღვრის პირას მცხოვრებ და დევნილ ახალგაზრდებს, რომლებსაც განსაკუთრებული მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდებათ. ,,თქვენ გიფინანსდებათ სწავლის საფასური და დამერწმუნეთ, კიდევ უფრო მეტად შეგიწყობთ ხელს“- აღნიშნა გიორგი ხოჯევანიშვილმა.
დეპუტატობის კანდიდატმა მიმართვის დასრულების შემდეგ ახალგაზრდების შეკითხვებს უპასუხა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კახა კალაძე: NDI-ის კვლევაში ბევრი უზუსტობა იყო
Next post შალვა კერესელიძე წინამძღვრიაანთკარში ჩასახლებულ სამაჩაბლოდან იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდა