კახა კალაძე: სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია „ურბანული გენოციდის“ მაგალითია

Read Time:35 Second

სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია არის მაგალითი იმისა, თუ როგორ არ უნდა განავითარო ქალაქი. ეს არის „ურბანული გენოციდის“ მაგალითი, – ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

„მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ ნებართვის გამცემები და მიმღებები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, ვინ უფრო მეტ და მაღალ კორპუსს ჩადგამდა ამ ტერიტორიაზე. არანაირად არაა განსაზღვრული გზების განვითარება, რეკრეაციულ სივრცეებზე საერთოდ არაა საუბარი. ​ელემენტარულად, ​რომ შეხვიდე, შეიძლება ვეღარ გამოხვიდე, თუ იქ არ ცხოვრობ და არ იცი კონკრეტული ქუჩები. ტყვარჩელის ქუჩის N5-ში, სადაც ბარაკული ტიპის სახლები იყო განთავსებული, განხორციელდა ამ ტერიტორიის ადგილმონაცვლეობა. ამ დღეებში დაიწყება ბარაკების დემონტაჟი და ამ ფართობზე სკვერის მოწყობა. შესაბამისად, ეს პირველი შემთხვევაა, როცა ე.წ. ბარაკები დაინგრევა და კორპუსის ნაცვლად სკვერი მოეწყობა. ამ პროექტს საბურთალოს რაიონის გამგეობა განახორციელებს“, – განაცხადა კალაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კახა კუჭავა ევროკომისიის ანგარიშზე: კიდევ ერთხელ გვესმის ოპოზიციისთვის კონსტრუქციულობისკენ მოწოდება, რომ შევიდნენ და საპარლამენტო ფორმატი გამოიყენონ – იმუშაონ
Next post ირაკლი ბერაია ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა