ირაკლი ბერაია ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

Read Time:31 Second

საქართველოსა და ესტონეთს შორის პარტნიორობის საკითხები და სამომავლო პრიორიტეტები განიხილეს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიასა და ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის,რიინა კალიურანდს შორის გამართულ შეხვედრაზე, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მნიშვნელოვანი ყურადღება გამახვილდა ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებასა და რუსეთის უკანონო ქმედებებზე, საქართველოს ეროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიღწეულ პროგრესზე, ორ ქვეყანას შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების, მათ შორის კიბერუსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობაზე.

ესტონეთის ელჩმა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერა გამოხატა და კომიტეტთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. ირაკლი ბერაიამ, თავის მხრივ, ხაზი გაუსვა ესტონელ კოლეგებთან თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას და ელჩს კომიტეტის პრიორიტეტები გააცნო.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კახა კალაძე: სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია „ურბანული გენოციდის“ მაგალითია
Next post გიორგი ვოლსკი სააკაშვილზე: თუ ინტერესები ემთხვევა, ეს არ ნიშნავს, რომ კრემლი ურეკავს და დავალებას აძლევს, თუმცა არც ამას გამოვრიცხავ